სიახლეები
-
21 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
ხულოში სოფელ ტუნაძებში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
ხულოში სოფელ ტუნაძებში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი თავბერიძემ ხულოს რესურსცენტრის უფროსთან ედუარდ მიქელაძესთან ერთად დაათვალიერა, მათ სოფელ ღორჯომის საჯარო სკოლაც მოინახულეს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში სოფელ ტუნაძეებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც პროექტის მიხედვით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.
მინისტრის მოადგილემ და რესურსცენტრის უფროსმა სოფელ ტუნაძეებში ის ალტერნატიული ფართი დაათვალიერეს, სადაც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.
ასევე, მინისტრის მოადგილე ხულოს რესურსცენტრში , მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
2018 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ხულოსა და დიოკნისის საჯარო სკოლებს, ასევე, დასრულდება ტუნაძეების საჯარო სკოლის მშენებლობა.ტეგები