მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  მაისი  2019

    საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ქარსაფარი ზოლები გაშენდება

    საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 25 კმ (18 ჰა ფართობი) ქარსაფარი ზოლები გაშენდება.

    ახალი პროექტის – „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პრეზენტაცია გაიმართა.

    „ნიადაგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება. მინდორდაცვითი ზოლების აღდგენის საკითხზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს. მადლობა მინდა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან ვიღებთ ზოგადად დარგის განვითარებისთვის და ახალი პროექტის „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ განხორციელებისთვის“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

    პროექტი „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ მულტისექტორულია, რაც ნიადაგის და ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად, კლიმატთან ადაპტაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
    პროექტს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობა (AMMAR) პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

     


პარტნიორები