სიახლეები
-
საბადურის ტყეში კოტეჯები და გამაჯანსაღებელი კომპლექსი მოეწყობა
საბადურის ტყესთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. იგეგმება ღამის გასათევი 60 კოტეჯის, საკონფერენციო სივრცის, კვების ობიექტების, გამაჯანსაღებელ კომპლექსის, ვიზიტორთა ცენტრის, საჯინიბოს, ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-დასასვენებელ ზონის მოწყობა.
დაგეგმილია სამზარეულოს, სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებლის მოწყობაც.
დაცული ტერიტორიების სააგენტომ ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, 40 წლიანი სარგებლობით გადაცემაზე აუქციონი უკვე გამოაცხადა. თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ე.წ „საბადურის ტყის“ მიმდებარედ 37 793 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მოეწყობა. აუქციონში გამარჯვებულმა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 4 მლნ ლარი უნდა ჩადოს