სიახლეები
-
ლიკანის რომანოვების სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იწყება
„საპარტნიორო ფონდი“ ლიკანის რომანოვების სასახლის კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციას იწყებს. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ფონდის მენეჯმენტმა კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირების ჯგუფებთან შეხვედრა გამართა. „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, არქიტექტორებთან...
ვრცლად -
იმოქმედებს თუ არა სამშენებლო ბიზნესზე ცვლილება, რომელიც ორზე მეტ შემთხვევაში სესხის აღებას აკრძალავს
სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა ორზე მეტი იპოთეკური სესხის აღების უფლება ფიზიკურ პირებს აღარ ჰქონდეთ. ეს ერთ-ერთი მექანიზმია მოსახლეობის ჭარვალიანობისგან დასახსნელად. თუმცა ამ ინიციატივამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია — ერთნი ფიქრობენ, რომ ორზე მეტი სესხის აღება ადამიანისთვის ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია...
ვრცლად -
ონიორეს ჩანჩქერის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
ონიორეს ჩანჩქერის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ინფრასტრუქტურის განსავითარებლად საჭიროა – 6 კილომეტრამდე ახალი სამანქანო გზის გაყვანა, 2,5 კილმეტრზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის აშენება და მთაში მოსასვენებელი კარვების ჩადგმა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია სწავლობს, იმ ტურისტულ...
ვრცლად -
მშენებლობა შეაჩერეს, კომპანია კი 30 ათასი ლარით დააჯარიმეს
კლდის მასა 31 მაისს, მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც კლდის ნაწილი რვასართულიანი სასტუმროს მშენებლობისთვის ჩამოჭრეს. დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის ტერიტორიაზე მთის ფერდობის ჩამოშლის გამო სამშენებლო კომპანია „ჯიდიჯი პალასი" მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 30 ათასი ლარით დააჯარიმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. კლდის მასა 31 მაისს...
ვრცლად -
სატენდერო მოწვევა თარიღი: 15.06.2018
სატენდერო მოწვევა თარიღი: 15.06.2018 სასესხო ხელშეკრულების N: TBD სატენდერო მოწვევა: EWHIPII/CW/ICB-01 1.საქართველომ მიმართა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) დაფინანსების თხოვნით. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება „E-60 ავტომაგისტრალის...
ვრცლად -
ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაგვიანებული პროექტების გამო აკრიტიკებენ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, რიკოთზე ავტობანის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება. ამის შესახებ ცქიტიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გოცირიძემ მთავრობა პროექტების განხორციელების ვადების დარღვევის გამო გააკრიტიკა და დაინტერესდა, რეალურად...
ვრცლად -
რიკოთზე ავტობანი, ხიდები და გვირაბები ნამდვილად აშენდება, უბრალოდ დროში გადაიწევს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, რიკოთზე ავტობანი, დაგეგმილი რაოდენობის ხიდები და გვირაბები ნამდვილად აშენდება, უბრალოდ სავარაუდოდ, დროში გადაიწევს. ასე უპასუხა ციქტიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შესაბამის კითხვას, რომელმაც მთავრობა პროექტების განხორციელების ვადების...
ვრცლად -
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელიც სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს, ჯერ არ დაწყებულა
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. თუმცა აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის მშენებლობა დღემდე არ...
ვრცლად -
აზიის განვითარების ბანკსა და ანაკლიის პორტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
აზიის განვითარების ბანკსა და ანაკლიის პორტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ანაკლიას ეწვივნენ და ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ბანკის დელეგაციას, რომელსაც გენერალური დირექტორი ცენტრალური და დასავლეთ აზიის მიმართულებით, ვერნერ ლიპაჩი ხელმძღვანელობდა...
ვრცლად -
ავჭალაში სამი სკვერი მოეწყო
თბილისის მერიის ინფორმაციით, ავჭალაში, სამ მისამართზე სკვერი მოეწყო. კაჭარავას ქუჩა N77-ში, გლდანის ხევის N10 და ლიბანის ქუჩის N29 კორპუსების მიმდებარედ, მცირე ზომის სკვერების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. გლდანის ხევის N6-6ა-ს მიმდებარედ ფიტნეს ზონაც განთავსდა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად...
ვრცლად