სიახლეები
-
2018 წლის იანვრიდან დღემდე სამშენებლო კომპანიებმა ჯარიმის სახით 2 197 000 ლარი გადაიხადეს
მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის იანვრიდან, 2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, სულ 272 კომპანიის 674 სამშენებლო ობიექტი დააჯარიმა. ბიუჯეტში კი ჯარიმის სახით დაახლოებით 2, 197 000 ლარი შევიდა. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიდან კომერსანტის მიერ გამოთხოვილი მასალებით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მშენებლობა 79 სამშენებლო ობიექტზე...
ვრცლად -
კომპანია "სვეტი" განცხადებას ავრცელებს
კომპანია „სვეტი“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამშენებლო კომპანია „სვეტი“ ინარჩუნებს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უკლებლივ უნდა შესრულდეს ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები დათქმული პირობებით. მათივე ცნობით, უკვე კვირაზე მეტია მიმდინარეობს მიწის სამუშაოები მირცხულავას მე-7-8 ბლოკებზე და გარდა ამისა, მიმდინარე კვირის ბოლომდე...
ვრცლად -
პანორამული ლიფტი, ზიპლაინი, საბაგირო – ენგურის ტურისტული კომპლექსის პროექტის დეტალები ცნობილია
ენგურის ტურისტული კომპლექსის პროექტის დეტალები ცნობილია. საპროექტო კომპანია „კოკო არქიტექტორებმა“ წარმოადგინეს ენგურის ტურისტული კომპლექსის აღმოჩენათა ცენტრის პროექტი, რომელიც მოიცავს მუზეუმოგრაფისა, გადმოსახედი პლატფორმების მოწყობას. პროექტი ასევე ითვალისწინებს პანორამული ლიფტის, ზიპლაინის, საბაგიროსა და ავტობუსის ტურებს, გათვალისწინებულია ასევე წყლის...
ვრცლად -
სამშენებლო ნებართვები შემცირდა, მშენებლობებით ლიდერი ისევ თბილისია
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4941 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,4 პროცენტით ნაკლები) 2995.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,8 პროცენტით მეტი). გაცემული ნებართვების 72,4 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 46.8 პროცენტი ქ. თბილისზე, 14.3...
ვრცლად -
ყაზბეგში სპორტული კომპლექსის აშენებაზე 1,5 მლნ ლარი დაიხარჯება
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 1,500 000 ლარია. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი შენობა-ნაგებობები. პროექტის დასრულების შემდეგ სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება...
ვრცლად -
თბილისში „გუდვილის“ მიმდებარედ არსებულ მწვანე სივრცეში მშენებარე ნაგებობის დემონატაჟი დაიწყება
თბილისის მერი კახა კალაძე დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მწვანე სივრცეში მიმდინარე მშენებლობის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული მშენებლობა შეჩერებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება მისი დემონტაჟი. “დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მწვანე სივრცეში...
ვრცლად -
ბათუმში ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობა 1 სექტემბრისთვის დასრულდება
ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობა ბათუმში 1 სექტემბრისთვის დასრულდება. ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ის ბათუმში დაგეგმილი ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია სამუშაოების ძირითადი ნაწილი. მიმდინარეობს აშენებული შენობისა და ეზოს კეთილმოწყობა...
ვრცლად -
ანაკლიაში სახმელეთო სამშენებლო სამუშაოების დამასრულებელი ეტაპი მიმდინარეობს
საქართველოში ვიზიტით მყოფი 5 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის 60 წარმომადგენელი ანაკლიის პორტის ტერიტორიას ეწვია. მათ ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე მშენებლობა მოინახულეს, ასევე გაეცნენ უკვე ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებს და სამომავლო გეგმებს. საერთაშორისო ბანკების წარმომადგენლები საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების...
ვრცლად -
ლოპოტას ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტის მეორე ფაზა დასრულდა
„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტის“ ტერიტორიაზე ლოპოტას ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტის მეორე ფაზა დასრულდა. ლოპოტას განახლებული დასასვენებელი კომპლექსი სტუმრების მისაღებად უკე მზად არის. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდში“ განუცხადეს, სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონია...
ვრცლად -
თბილისში „ვირტუალური მუზეუმი“ იხსნება
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე „ვირტუალური მუზეუმი“ აგვისტოს ბოლოს გაიხსნება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა. მისი თქმით, ბილეთის ფასი 7-დან 10 ლარამდე იქნება და ვიზიტორებს მულტიმედიური სათვალით პირველ ეტაპზე 10 ძეგლისა და მათი რეაბილიტაციის პროცესის დათვალიერება შეეძლებათ...
ვრცლად



