მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  ივლისი  2018

    თბილისში „ვირტუალური მუზეუმი“ იხსნება

    თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე „ვირტუალური მუზეუმი“ აგვისტოს ბოლოს გაიხსნება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.
    მისი თქმით, ბილეთის ფასი 7-დან 10 ლარამდე იქნება და ვიზიტორებს მულტიმედიური სათვალით პირველ ეტაპზე 10 ძეგლისა და მათი რეაბილიტაციის პროცესის დათვალიერება შეეძლებათ.

    ამასთან, ვირტუალური მუზეუმი გათვლილი იქნება, როგორც ტურისტებზე, ისე ადგილობრივ დამთვალიერებლებზე.

    „პროექტი უკვე დასრულების ნაწილშია. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმ აპარატურის შერჩევაზე, რომელიც მუზეუმისთვის დაგვჭირდება. ვფიქრობთ, რომ ზაფხულის ბოლოს, სექტემბრის დასაწყისისთვის გაიხსნება. უკვე მოხდა ვარძიის სრული სკანირება, რათა ტური გაკეთდეს ვარძიაში, ისევე როგორც სხვა ისტორიულ ობიექტებში. წელს მაქსმუმ 10 ძეგლი იქნება, შემდეგ კიდევ დაემატება. როდესაც დამთვალიერებელი შევა, მას შეეძლება ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების სრულფასოვანი დათვალიერება“,-აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

    მისი თქმით, 10 ძეგლში მოხვდა: მუცო, უფლისციხე, ვარძია, ენგურჰესი და ასევე გერგეტის სამება.

    რაც შეეხება მენეჯმენტს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ინფორამციით, შესაძლოა, პირველ ეტაპზე მუზეუმის მენეჯმენტი თავად სააგენტომ განახორციელოს, შემდეგ კი შერჩეულ ორგანიზიას გადააბაროს.

    „მენეჯმეტზე ჯერ ვმუშაობთ. განვიხილავთ, რომელი ჯობია, ვინ იქნება პარტნიორი და ა.შ. მომსახურება უნდა იყოს ძალიან მაღალი კლასის, აქედან გამომდინარე, რამდენიმე ორგანზიაცასთან მიმდინარეობს კონსულტაციები. 

     

     

     


პარტნიორები