მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  ივლისი  2018

    ყაზბეგში სპორტული კომპლექსის აშენებაზე 1,5 მლნ ლარი დაიხარჯება

    ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 1,500 000 ლარია.

    პროექტის ფარგლებში შენდება ახალი შენობა-ნაგებობები. პროექტის დასრულების შემდეგ სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ალპინიზმის მოყვარულთათვის, პროექტს დაემატა კლდეზე საცოცი კედელი.

    ,,სამწუხაროდ, კომპანია არ ასრულებს თავის ვალდებულებებს შესაბამისი ხარისხით, რის გამოც გვაქვს ჩამორჩენა. ჩვენ მივეცით მათ მითითება. მშენებლობაზე დავაყენეთ სამეთვალყურეო კამერები, რომ დავაკვირდეთ მშენებლობის პროცესს. თუ არ გამოსწორდება ვითარება, იძულებული ვიქნებით ჩავანაცვლოთ კონტრაქტორი“ – განაცხადა რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი შენგელიამ.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები