სიახლეები
-
დუბაიში ბურჯ-ხალიფაზე მაღალი ცათამბჯენი აშენდება
დუბაიში ბურჯ-ხალიფაზე მაღალი ცათამბჯენი აშენდება. Emaar Properties-ი ჯერ არ ამხელს რა სიმაღლის იქნება ახალი შენობა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ის 828 მეტრიან ბურჯ-ხალიფას სიმაღლეს ბევრად გადააჭარბებს. პროექტის ღირებულება 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება. რაც შეეხება მშენებლობას, პროექტის დიზაინერი, ესპანელი არქიტექტორი და მოქანდაკე, სანტიაგო კალატრავა...
ვრცლად -
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა
უსაფრთხოების მაჩვენებლებით საქართველომ თავის ყველა უახლოეს მეზობელს - სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და რუსეთს გაუსწრო. საქართველო 117 ქვეყანას შორის დანაშაულის ინდექსით (Crime Index for Country 2016) მეექვსე ადგილზე განთავსდა, რითიც ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა გახდა. რეიტინგი სერბეთის დამოუკიდებელმა კვლევითმა ვებგვერდმა numbeo.com მოამზადა. გამოცემის მონაცემებით...
ვრცლად -
ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო საკუთრების აღწერა დასრულდა
ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმის ქვეკონტრაქტორმა კომპანია"გეოგრაფიკმა" იმ მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების აღწერა დაასრულა, რომლებიც პორტის და მისი ინფრასტრუქტურის ფარგლებში ექცევა. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა, ჯამში 985-მდე ობიექტის აღწერა მოხდა. აქედან ნაწილი მიწის ნაკვეთია, ნაწილი კი საცხოვრებელი...
ვრცლად -
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრ „ერთობა“-ს კოორდინატორი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრ „ერთობა“-ს კოორდინატორი ლაშა გეგეჭკორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს. როგორც ღია წერილშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობამ განახორციელა საკუთარი უფლებამოსილების ნაწილის დელეგირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოზე-თბილისის მუნიციპალიტეტის...
ვრცლად -
2016 წლის მეორე ნახევრიდან დეველოპერები გაყიდვების ზრდას ვარაუდობენ
სფერო, რომელსაც რეგიონში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი ყველაზე ნაკლებად შეეხო, მშენებლობაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის პირველი კვარტლიდან მოყოლებული, მეოთხე კვარტლის ჩათვლით, სამშენებლო სექტორში ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. აღნიშნულ სფეროში მოთხოვნა სტაბილურია და დეველოპერები წლის მეორე ნახევრიდან გაყიდვების რაოდენობის ზრდას...
ვრცლად -
გარდაბნის რაიონში მზის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება.
„მზის ენერგიის კომპანია“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შემდგომი მშენებლობის, მფლობელობისა და ოპერირების მიზნით, ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ საკითხებს შეისწავლის, განაცხადეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში. „მზის ენერგიის კომპანია“ ამერიკული „Headwall Power International”-ის წარმომადგენელია საქართველოში, რომელსაც მსოფლიოში ალეტერნატიული...
ვრცლად -
მახათას მთაზე, ქალაქის შემოგარენის გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, 2000 ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგო.
გამწვანების აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის, გამგეობებისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო. აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასევე, რადიო „ფორტუნას“ თანამშრომლებმა. „დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი...
ვრცლად -
როდის დასრულდება თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობა
თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკი დაახლოებით 48 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. 13-14 ივნისის სტიქიის შემდეგ ზოოპარკის დიდი ნაწილი წყლით დაიტბორა, განადგურდა ვოლიერები და დაიღუპა ათობით ცხოველი. მას შემდეგ დედაქალაქის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის ზღვაზე მოეწყობა ახალი, ბევრად დიდი და ფუნქციურად დატვირთული ზოოპარკი. როგორც ALLNEWS.GE-ს მერიაში განუცხადეს, თბილისის...
ვრცლად -
მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობების საკითხის გადაჭრის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს
კოოპერატიულ ბინათმშენებლობის საკითხი გადაუჭრელი და ქრონიკულად სადაო პრობლემაა, რომელიც ხმაურიანი აქციებისა და სასამართლო დავების საგანი არა ერთხელ გამხდარა. ახალი ბინის მაძიებელმა მოსახლეობამ თანხები სახელმწიფო ბანკებში შეიტანა. სახელმწიფომ კი თავის მხრივ მათი ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო, თუმცა ბინების უმეტესობის მშენებლობა ან შეჩერდა, ან საერთოდ არ...
ვრცლად -
თბილისში 45-55 კვადრატული მეტრის ბინებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნაა
ლაშა პაპაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ერთოთახიანი ბინების მშენებლობის შეზღუდვას გულისხმობს, დეველოპერებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა გამოხმაურება გრძელდება. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ლაშა პაპაშვილის ინიციატივას, რომელიც მან მერთან შეხვედრაზე გააჟღერა, მერიაში არ განიხილავენ და მათ გეგმებში ამ ინიციატივის განხილვა არც შედის. თუმცა...
ვრცლად



