მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  აპრილი  2016

    კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრ „ერთობა“-ს კოორდინატორი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს

    კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრ „ერთობა“-ს კოორდინატორი ლაშა გეგეჭკორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს.

    როგორც ღია წერილშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობამ განახორციელა საკუთარი უფლებამოსილების ნაწილის დელეგირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოზე-თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაზე.

    ”სახელმწიფო საშინაო ვალის სახით არსებული, დედაქალაქში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალდებულების მოგვარების მიზნით მ/წ 9 მარტს გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება #419.

    განკარგულების 1-ელი მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა „უზრუნველყოს კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მათთან სათანადო ხელშეკრულებების გაფორმება“.
    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-17 მუხლით დადგენილია უფლებამოსილების დელეგირების წესი და პირობები. კერძოდ ის, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირება შეუძლია პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტით და არა მთავრობის დადგენილებით ან განკარგულებით.
    #419 განკარგულება სამართლებრივად წარმოადგენს არაუფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, არარა აქტია.

    მოქმედი კანონმდებლობით დარეგულირებულია და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადასტურებულია ფაქტი, რომ არარა აქტის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებაც, თავის მხრივ, იქნება არამართლზომიერი, არალეგიტიმური არარა აქტი.
    არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადები.
    აქედან გამომდინარე, თუ ამ განკარგულების საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს რაიმე ქმედებებს, ეს ქმედებებიც იქნება არარა.

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა“, პრობლემის მოგვარების ის ფორმა, რომელსაც მთავრობა სთავაზობს კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებს, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას.

    ამგვარი შედეგების პრევენციისათვის აუცილებელია, რომ მთავრობამ არარად აღიაროს განკარგულება #419 და უმოკლეს ვადებში გამოსცეს მოქმედი კანონმდებლობის შესატყვისი სამართლებრივი აქტი”, - ნათქვამია ლაშა გეგეჭკორის
    ღია წერილში.

     


პარტნიორები