სიახლეები
-
თბილისში გახოკიძის ქ.N62-ში ახალაშენებულ კორპუსში, 14 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა (ვიდეო+ფოტო)
14 დევნილი ოჯახი თბილისში, გახოკიძის ქ.N62-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში ბინის მესაკუთრე გახდა. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილ ოჯახებს გასაღებები გადასცა და ახალი ბინები მათთან ერთად დაათვალიერა.
ვრცლად -
ბებურიანი-ბალღოჯიანის 2825 გრძ.მ.(16950კვ.მ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სოფ. ბებურიანი-ბალღოჯიანის 2825 გრძ.მ.(16950კვ.მ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია გზის საფარის პროფილირება განივი და გრძივი მიმართულებით, გზის მოწყობა . დასრულებული პროექტის შედეგად რეაბილიტირებული გზის ინფრასტრუქტურა უფრო მიმზიდველს გახდის გარემოს ტურისტებისთვის, ასევე სავაჭრო ობიექტებს...
ვრცლად -
აბედათის ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა მიმდინარეობს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში აბედათის ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა მიმდინარეობს. ➢ სამუშაოს ღირებულებაა - 25 172 ლარი; ➢ სამუშაოს ასრულებს - შ.პ.ს ,,ჯი-ემი G-M”; ➢ სამუშაოზე დასაქმებულია - 6 ადამიანი; ➢ სამუშაო შესრულებულია 60% -ით.
ვრცლად -
მიწის რეგისტრაციის რეფორმის პირველი თვის შედეგებით, 12 164 მოქალაქეს მიწა საკუთრებაში დაურეგისტრირდა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობის პირველი თვის შედეგები შეაჯამა. უპრეცედენტო პროექტი, რომელმაც მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის პროცესში არსებული ბარიერები მოხსნა, ხოლო პროცედურები მაქსიმალურად გაამარტივა, 1 აგვისტოდან დაიწყო. 1 აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 45 575 განცხადება შემოვიდა...
ვრცლად -
ძველი თბილისის 8 ქუჩაზე საფეხმავლო ზონა მოეწყობა
ავტოტრანსპორტისთვის ჩაიკეტება და საფეხმავლო გახდება აღმაშენებლის გამზირი N44-დან ზაარბრიუკენის მოედნამდე (ახლადრეაბილიტირებული მონაკვეთი), ერეკლე მეორის, ბოტანიკურისა და ალექსანდრე დიუმას ქუჩები და გორგასლის I შესახვევი. საფეხმავლო ქუჩების სტატუსი მიენიჭა შარდენის ქუჩას, ბამბის რიგსა და რკინის რიგსაც. ქუჩების შესასვლელებში ავტომატური ჩამკეტები დამონტაჟდება. მათი...
ვრცლად -
საჩხერის სოფელ საირხეში 94 მ ,რკინა-ბეტონის საფარი მოეწყო
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფელ საირხეში იმყოფებოდა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ახლად დაგებული საუბნო გზები დაათვალიერა. გრძელიშვილების უბანში გზის ორ მონაკვეთზე მთლიანობაში 94 მ ,რკინა-ბეტონის საფარი მოეწყო. სამუშაო შ.პ.ს. "მშენინვესტმა" 19 500 ლარად შეასრულა. პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ვრცლად -
"ვისოლის" კომპლექსი მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში მოხვდა
"ვისოლ ჯგუფის" გორის "დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი" ბრიტანულმა გამოცემამ Telegraph მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში შეიყვანა. მსოფლიოს 200 ბენზინგასამართი სადგურიდან საუკეთესოები დიზაინის, ინოვაციებისა და გარემოსთან სტრუქტურული კავშირის გათვალისწინებით შეირჩა. პირველ და მეორე ადგილებზე ამერიკასა და ბელგიაში მდებარე...
ვრცლად -
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ქობულეთის შემოვლითი გზის (მეორე ლოტის) 18 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე საქართველოში ერთერთი ყველაზე გრძელი (1180 მეტრიანი) ხიდი ახალი ტექნოლოგიით – ბურჯზე მოძრავი ყალიბის მოწყობის მეთოდით შენდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს: ორზოლიანი გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, 15 ხიდის, 2 გვირაბის და სხვა ხელოვნური...
ვრცლად -
მწვანე თეატრის" რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რევაზ ბენიძემ და ბიზნესმენმა ნოდარ გიორგაძემ თანმხლებ პირებთან ერთად "მწვანე თეატრზე" მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს. პროექტის ღირებულება,რომელიც ითვალისწინებს "მწვანე თეატრის" რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 484 000 ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა ღია...
ვრცლად -
Dar Building ის პრეზენტაცია ირანელ ბიზნესმენებთან მშენებარე ობიექტებსა და ისტორიაზე
დღეს სასტუმრო ჰილტონში გაიმართა ირანის ბიზნესმენთა დელეგაციასთან შეხვედრა.კომპანიის წარმომადგენლებმა გააცნეს უცხოელ სტუმრებს ადგილობრივი სამშენებლო ბაზარი და ჩაუტარეს პრეზენტაცია darbuilding-ის, როგორც ერთ-ერთი მოწინავე სამშენებლო კომპანიის მშენებარე ობიექტებსა და ისტორიაზე. სტუმრების ინტერესიდან გამომდინარე გარკვეული დრო დაეთმო კითხვა-პასუხის რეჟიმს. შეხვედრამ...
ვრცლად



