სიახლეები
-
06 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
მწვანე თეატრის" რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რევაზ ბენიძემ და ბიზნესმენმა ნოდარ გიორგაძემ თანმხლებ პირებთან ერთად "მწვანე თეატრზე" მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.
პროექტის ღირებულება,რომელიც ითვალისწინებს "მწვანე თეატრის" რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 484 000 ლარს შეადგენს.
რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა ღია ტერასები,სავალი ბილიკები,დეკორატიული დამცავი კედლები,განათებები,მდინარეზე გაკეთდება ხელოვნური ჩანჩქერი,შეიმინება სცენის ორი მხარე, კეთილმოეწყობა სველი წერტილები.
"მწვანე თეატრი" ლეჩხუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტია. აქ ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები,ფესტივალები და გალა-კონცერტები.
რეკონსტრუქციის შემდეგ თეატრი კიდევ უფრო ფართო დატვირთვას შეიძენს და ხელს შეუწყობს ქართველი თუ უცხოელი ტურისტების ნაკადის ზრდას და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შეთავაზებას,რაც საბოლოოდ ტურიზმის სფეროსა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება.