სიახლეები
-
06 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
"ვისოლის" კომპლექსი მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში მოხვდა
"ვისოლ ჯგუფის" გორის "დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი" ბრიტანულმა გამოცემამ Telegraph მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში შეიყვანა.
მსოფლიოს 200 ბენზინგასამართი სადგურიდან საუკეთესოები დიზაინის, ინოვაციებისა და გარემოსთან სტრუქტურული კავშირის გათვალისწინებით შეირჩა.
პირველ და მეორე ადგილებზე ამერიკასა და ბელგიაში მდებარე ავტოგასამართი სადგურები დასახელდა.
"ვისოლ ჯგუფის“ „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი" მულტიფუნქციურია და "ვისოლის" ავტო და გაზგასამართი სადგურების გარდა მომსახურების სხვა ობიექტებსაც მოიცავს. კომპლექსის შემადგენელი ნაწილებია "ვენდისა" და "დანკინ დონატსის“ რესტორნები, "ვიანორის“ ავტომომსახურების ცენტრი, სუპერმარკეტი “სმარტი" და “სმარტ კაფე”. აქვე განთავსებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების სავაჭრო კუთხეც. კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების პარკირების ზონაც.
""ვისოლ ჯგუფისათვის“ განსაკუთრებულად საამაყოა ისეთი პოპულარული საერთაშორისო გამოცემის აღიარება, როგორიც ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფია", ჩქაროსნულ მაგისტრალზე "დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ "ვისოლ ჯგუფის“ ყველაზე მსხვილი და ამავდროულად უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია. საქართველო დღითიდღე უფრო საინტერესო ხდება უცხოელი ტურისტებისათვის და გადამზიდავი კომპანიებისათვის. ასეთი კომპლექსის არსებობა კი, სადაც მულტინაციონალური ბრენდებია წარმოდგენილი და ყველა საჭირო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, მათ მოგზაურობას საქართველოში და საქართველოს გავლით შეუდარებლად უფრო კომფორტულს ხდის" - აცხადებს "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.