სიახლეები
-
თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი ესტაკადის მოწყობის სამუშაოები იწყება
თბილისის საბურთალოს რაიონში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება. დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე 140 ძირი ხის დარგვა იგეგმება იმ ხეების სანაცვლოდ, რომელთა მოჭრა ან გადარგვა, პროექტის თანახმად გარდაუვალია. თბილისის მერი კახა კალაძე, მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო. მისი თქმით...
ვრცლად -
ვაშლიჯვარი-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება
თბილისის მერია ბარათაშვილის აღმართისა და კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციას, ასევე ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობას ზაფხულში დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, დედაქალაქში ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები აქამდე არ განხორციელებულა. "პეტრიწის ქუჩაზე დავიწყეთ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები...
ვრცლად -
თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ესტაკადის მშენებლობა იწყება
საბურთალოს რაიონში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, თბილისის მერია ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოებს იწყებს. ადგილზე მოსამზადებელ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, ქალაქში საცობების განტვირთვის კუთხით, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე...
ვრცლად -
ფონიჭალაში, რკინიგზის მაგისტრალის ქვეშ, 50 მ სიგრძის საავტომობილო გვირაბი შენდება
თბილისის შემოგარენში, კერძოდ ქვემო და ზემო ფონიჭალის დამაკავშირებელი, 42 მეტრ სიგრძის, 11 მეტრი სიგანისა და 4,5 მეტრ სიმაღლის, გოფრირებული ლითონის კონსტრუქციის სარკინიგზო გზაგამტარი მოეწყობა. გვირაბი რკინიგზის მაგისტრალის ქვეშ გაივლის და მასში საავტომობილო გზის ნაწილის სიგანე 7 მეტრი, ტროტუარების კი – ორ-ორ მეტრი იქნება. პროექტი, რომელიც დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში...
ვრცლად -
შავნაბადას ქუჩაზე, 3500 კვ.მ-ზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
თბილისში, კერძოდ, ტაბახმელაში, შავნაბადას ქუჩაზე, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 3500 კვ.მ-ზე მოწესრიგდა, შეკეთდა გზის სავალი ნაწილი, სადაც ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო, ასევე, მოასფალტდა ადგილობრივ მაცხოვრებელთა ეზოებში შესასვლელი გზის მონაკვეთები. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 170 ათასი ლარი...
ვრცლად -
მტკვარი სატრანსპორტო გადაადგილების საშუალებად უნდა იქცეს
ელექტრონული პორტალის – „შენი იდეა ქალაქის მერს“ – ფარგლებში, თბილისის მერს, კახა კალაძეს მოქალაქეები მორიგ იდეას სთავაზობენ, რომელიც მდინარე მტკვრის სატრანსპორტო გადაადგილების საშუალებად გადაქცევას გულისხმობს. იდეის ავტორი ბაკურ დარსალია მიიჩნევს, რომ მდინარის სათანადო გამოყენება დადებითად იმოქმედებს დედაქალაქში ცხოვრების ხარისხზე და ღირებულ ეკონომიკურ...
ვრცლად -
გლდანში, 13 000 კვ.მ ტერიტორიაზე მწვანე სივრცე მოეწყობა
თბილისში, გლდანის რაიონში, კერძოდ, მე-6 მიკრორაიონში, 13000 კვ.მ. ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა. პროექტი უკვე მზად არის. მას შემდეგ, რაც რიგი ცვლილებების შედეგად პროექტის დიზაინი უფრო დაიხვეწება, გამოცხადდება ტენდერი და სამუშაოები დაიწყება. აღნიშნული ტერიტორია თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და განაცხადა, რომ ამ ადგილას პარკის მოწყობა მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო...
ვრცლად -
თბილისში, ყიფიანის ქუჩაზე ძველი რიყის ქვის დემონტაჟი მიმდინარეობს ( ფოტო )
თბილისის მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე გზის რესტავრაცია მიმდინარეობს, ეწყობა ქვაფენილი. კაპიტალურად შეკეთდება 1500 კვ.მ. ამორტიზებული გზა და ტროტუარი, რომლის გასწვრივ 430 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყობა. ეტაპობრივად მიმდინარეობს ძველი რიყის ქვის დემონტაჟი და ბაზალტის ახალი ქვაფენილის მოწყობა, ასევე, იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციების...
ვრცლად -
თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდი 4 თვით გადაიკეტა
თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თვით გადაიკეტა. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ბაგებიდან მაღლივ კორპუსამდე ავტობუსების დროებითი მარშრუტი დაინიშნა. სამი ავტობუსი ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში უფასოდ იმოძრავებს და მხოლოდ სტუდქალაქთან და მაღლივ კორპუსთან გაჩერდება. დედაქალაქის მერი კახა კალაძე...
ვრცლად -
ბოტანიკურ ბაღში წავკისისწყლის ხეობის განვითარების პროექტი იწყება
ფონდი „ქართუს“ მორიგი საჩუქარი თბილისს - წავკისისწყლის ხეობის განვითარების პროექტი იწყება, რომელიც სათავგადასავლო მარშრუტების, ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პროექტი ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო მარშრუტისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს, რაც ბაღს დამატებით ფუნქციას შესძენს...
ვრცლად