სიახლეები
-
მთავრობა სამშენებლო სექტორს ახალ რეგულაციას უმზადებს
ეკონომიკის სამინისტრო კანონპროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო კომპანიებს დასრულებული შენობების ფარული დეფექტების დაზღვევის ვალდებულება ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ შენობაში რაიმე კონსტრუქციული ხარვეზი, ან უფრო დიდი პრობლემა აღმოჩნდა, რამაც შენობა ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ საცხოვრებლად უვარგისი გახადა, აღნიშნული დაზღვევის შემდეგ ნაკლის...
ვრცლად -
სამშენებლო კომპანიებს შენობების დაზღვევის ვალდებულება 5-10 წლის განმავლობაში ექნებათ
სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ სამშენებლო კომპანიებისთვის შენობების ფარული დეფექტების სავალდებულო დაზღვევის საკითხზე მთავრობასთან კონსულტაციები ნამდვილად მიმდინარეობს. ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრიდან ირკვევა, რომ სამშენებლო სექტორს შენობების ფარული დეფექტების დაზღვევის ვალდებულება მაქსიმუმ 10 წლის განმავლობაში ექნება...
ვრცლად -
46 კომპანიის სრული სია, რომელსაც მშენებლობის ნებართვა შეუჩერდათ
„კომერსანტმა“ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია სხვადასხვა დარღვევის გამო 46 შეჩერებული მშენებარე ობიექტის შესახებ. გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, სამშენებლო კომპანიების დარღვევები ეხებოდა კონკრეტულ მიზეზებს. სიის მიხედვით რაოდენობრივად ყველაზე მეტი დარღვევა შეეხება უსაფრთხოების ნორმებსა და სანებართვო დოკუმენტაციას...
ვრცლად -
ბოლო ორ თვეში თბილისის მერიამ 46 მშენებარე ობიექტი შეაჩერა
მხოლოდ ბოლო ორ თვეში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სხვადასხვა დარღვევის გამო 46 მშენებარე ობიექტი შეაჩერა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ეხება სამშენებლო კომპანია "სვეტს", რომელიც მშენებლობის ნებართვის უქონლობის გამო ერთ-ერთ ობიექტზე საცხოვრებელი კორპუსების დასრულებას ვერ ახერხებს, არადა, ბინები ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა...
ვრცლად -
ბათუმში სამშენებლო მასალის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ბათუმში მშენებარე ობიექტიდან ჩამოვარდნილმა მასალებმა მოქალაქეები დააზიანა, მათ შორის მოზარდი. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც. როგორც ცნობილია შენობებს დამცავი ბადე არ ჰქონდა. იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები და მიეცათ თუ არა სამშენებლო კომპანიებს გაფრთხილება და როგორია დაშავებულების მდგომარეობა.
ვრცლად -
ვერცერთი დეველოპერი უკანონოდ დაშენებულ სართულებს, მკაცრი სანქციების გარეშე ვერ დაიკანონებს
‘’ჩემი მერობის პერიოდში, ვერცერთი დეველოპერი უკანონოდ დაშენებულ სართულებს ვერ დაიკანონებს, მკაცრი სანქციებისა და სერიოზული ჯარიმის გარეშე’’ – ამბობს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. მერი პირობას დებს, რომ კონტროლი გამკაცრდება, მსგავსი პროცესების წახალისებას კი ადგილი არ ექნება. ლაშა კომახიძის თქმით, მერიას ჯარიმების გაზრდის უფლება არ აქვს, ამიტომ საკანონმდებლო...
ვრცლად -
თბილისის ყველაზე მოთხოვნადი უბნები - სად ყიდულობენ სახლებს დედაქალაქში
დედაქალაქში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, თბილისის ყველა უბანში ახალი კორპუსები შენდება. მათი ფასი კი ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება, თუმცა ზოგიერთი უბანი მყიდველში განსაკუთრებით მოთხოვნადია. როგორც უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ბაზარზე თბილისის ცენტრალური უბნებიდან...
ვრცლად -
„საკანონმდებლო რეგულაციები უძრავ ქონებას გააძვირებს“
ბოლო პერიოდში მედიაში აქტიურად განიხილება, რომ საკანონმდებლო რეგულაციები, რომელთა გატარებაც სამშენებლო სექტორის მიმართებით იგეგმება, ბიზნესზე უარყოფითად აისახება. კერძოდ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეგულაციების გამკაცება სამშენებლო კომპანიებს ხარჯებს გაუზრდის, რაც ავტომატურად აისახება უძრავი ქონების ფასებზე. „მენაშენთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა თორნიკე...
ვრცლად -
დასანგრევია თუ არა ახალი შენობები - დეველოპერები სეისმოლოგებს და გეოლოგებს პასუხობენ
სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს. გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოტური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. პრობლემა გეოლოგიური...
ვრცლად -
სამშენებლო ნებართვა შესაძლოა, „სვეტის“ გარდა სხვა კომპანიებსაც შეუჩერდეთ
„სამშენებლო ნებართვა შესაძლოა, „სვეტის“ გარდა სხვა კომპანიებსაც შეუჩერდეთ“. ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო Myclient.ge-ს დირექტორი გვანცა გუჯელაშვილი აცხადებს. მისივე თქმით, უძრავი ქონების შეძენას ბევრი რისკი ახლავს და მოქალაქეებმა ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინონ, რომ თანმდევი საფრთხეებისგან თავი დაიზღვიონ. „ბოლო პერიოდში სამშენებლო კომპანიებთან...
ვრცლად