სიახლეები
-
21 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
სამშენებლო კომპანიებს შენობების დაზღვევის ვალდებულება 5-10 წლის განმავლობაში ექნებათ
სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ სამშენებლო კომპანიებისთვის შენობების ფარული დეფექტების სავალდებულო დაზღვევის საკითხზე მთავრობასთან კონსულტაციები ნამდვილად მიმდინარეობს. ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრიდან ირკვევა, რომ სამშენებლო სექტორს შენობების ფარული დეფექტების დაზღვევის ვალდებულება მაქსიმუმ 10 წლის განმავლობაში ექნება. ამის შესახებ GPI Holding-ის მარკეტინგის დირექტორი აცხადებს. შესაბამისი დაცვითი მექანიზმის შემუშავების მიზნით სადაზღვევოები მთავრობასთან ერთად მუშაოებენ.
,,მთავრობასთან მიმდინარეობს კონსულტაციები სამშენებლო კომპანიებისთვის ფარული დეფექტების დაზღვევის შესახებ. ეს გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი დაცული იქნება უხარისხო მშენებლობის ან სტანდარტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც შეიძლება ბინის ყიდვის დროს ვერ დაინახოს და სავალალო შედეგი მიიღოს რამდენიმე წლის შემდეგ. საუბარია ხუთწლიანი ან ათწლიანი დავის მექანიზმზე, რასაც დაზღვევა უზრუნველყოფს. ეს არის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა არასწორი ფარული შეცდომებისგან. მსგავსი პრაქტიკა არსებობს ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყნებში და ძირითადად იმიტომ კეთდება, რომ როცა 5-10 წლის შემდეგ ხდება შემთხვევა რთულია კომპენსაციის მიღება იმ კომპანიისგან, რომელმაც მშენებლობა განახორციელა. მთავარია დაცვის ეფექტური მექანიზმის შემუშავება. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად. კიდევ ერთი ეფექტი, რაც ამ ინიციატივას ექნება, ეს არის სამშენებლო სტანდარტების გაუმჯობესება, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში არ ექცევა სათანადო ყურადღება რა ხარისხით მიმდინარეობს მშენებლობა’’-განმარტავს GPI Holding-ის მარკეტინგის დირექტორი, თინა სტამბოლიშვილი.ტეგები