სიახლეები
-
2020 წელს ძველ თბილისში, „ნოვოტელის“ ბრენდის 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება
2020 წელს ძველ თბილისში, ვირსალაძის ქუჩაზე, „ნოვოტელის“ ბრენდის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. ამის შესახებ ექსკლუზიურად „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელ კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, 6 სართულიანი სასტუმრო 150 ნომერზე გათვლილი იქნება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ დროისთვის კომპანიას მშენებლობის ნებართვა...
ვრცლად -
ქობულეთში 32-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო
ქობულეთში, ყველაზე მაღალი სასტუმროს მშენებლობა „კრისტალ ბილდინგმა“ უკვე დაიწყო, თუმცა მართვაში რომელი ბრენდი შევა, უცნობია. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვანო ლომიძე „ბიზნესპრესნიუსთნ“ საუბრისას აცხადებს, კომპლექსის მართვაში შესვლის მსურველ ოპერატორებთან შეთანხმება მაღალი ფასების გამო ვერ ხდება. შესაბამისად, ახალი კომპანიის მოძიების პროცესი ისევ...
ვრცლად -
განათლების ქალაქს ავაშენებთ ბათუმში, როგორსაც თბილისში, დიღომში ვაშენებთ
ბათუმში, თბილისის მსგავსად, განათლების ქალაქი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის დავალებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის ხელმძღვანელობამ შესაბამისი მიწის ნაკვეთი ერთი თვის ვადაში უნდა გამოყონ. „საქართველოს ყველა რეგიონში უნდა...
ვრცლად -
თელავში სოფელ შალაურში სასტუმრო „ქვევრი“ აშენდება, რომლის ნომრებსაც ქვევრის ფორმა ექნება
თელავში სოფელ შალაურში სასტუმრო „ქვევრი“ აშენდება, რომლის ნომრებსაც ქვევრის ფორმა ექნება. სასტუმროს მთავარი მიზანი ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სასტუმროს კოპლექსში განთავსებული იქნება 15-ნომრიანი მთავარი შენობა და 20 ქვევრის ფორმის კოტეჯი. როგორც პროექტშია გაწერილი, თითოეულ ქვევრს ქართული ღვინის სახელწოდება ექნება. გარდა ამისა, სასტუმროს...
ვრცლად -
ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა დაიწყო
ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა დაიწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პროექტის გასახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 632 939 ლარი დაიხარჯება. მათივე ცნობით, სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. მოეწყობა ავტოსადგომი, სასწავლო და სატრენაჟორო ოთახები, რაც მნიშვნელოვნად...
ვრცლად -
საქართველოში ყველაზე მეტს მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობენ
საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს შეადგენს, სპეციფიკურ სამუშაოებზე კი 48 საათს. თუმცა ქართულ რეალობაში ამ წესის დაცვა ალბათ, ყველაზე ნაკლებად ხდება, რაზეც ოფიციალური სტატისტიკაც მიუთითებს. მაგალითად, მშენებლობაზე დასაქმებულები კვირაში 50 საათს მუშაობენ, რესტორნებში 49 საათს და ა.შ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის...
ვრცლად -
სტამბოლის ახალი გიგანტური აეროპორტი 7 აპრილს ოფიციალურად გაიხსნება
სტამბოლის ახალი გიგანტური აეროპორტი 7 აპრილს ოფიციალურად გაიხსნება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ახალი აეროპორტიდან ფრენები 300 სხვადასხვა მიმართულებით შესრულდება. შენობაში იქნება მგზავრების სარეგისტრაციო 500 პუნქტი, ექვსი ასაფრენი ბილიკი და 40 000 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი. ათათურქის აეროპორტიდან სტამბოლის ახალ აეროპორტში რეისების გადამისამართება პარასკევს, 5...
ვრცლად -
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სპორტკომპლექსი ექსპლუატაციაში ზაფხულის ბოლოდან შევა
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების, 3 400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე 62 მლნ ლარი დაიხარჯება. პროექტი ექსპლუატაციაში ზაფხულის ბოლოდან შევა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის სახურავის მოწყობის სამუშაოები, იღებება ფასადი და მონტაჟდება წყლისა და ელექტროსისტემა. სპორტული კომპლექსი, რომელშიც ფუნქციური დარბაზების გარდა...
ვრცლად -
რა ღირს თბილისში ძველი აშენებული ბინები და რომელი უბანია ყველაზე მოთხოვნადი
დედაქალაქში ყოველწლიურად სულ უფრო და მეტი ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება.ყველა კომპანია ცდილობს მომხმარებელს თანამედროვე და კეთილმოწყობილი ბინები შესთავაზოს. ამის ფონზე კი, ძველი საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ ბინებზე მოთხოვნა ნელ-ნელა მცირდება. სპეციალისტები ძველ ბინებზე მოთხოვნის შემცირებას ფასს უკავშირებენ, აცხადებენ, რომ ხშირად ახალ აშენებული ბინის ფასსა და...
ვრცლად -
ზუგდიდში ბოტანიკურ ბაღთან პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
სამშენებლო დეველოპერული კომპანია „მარმაქს ჯორჯიამ“ ზუგდიდში მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე თვეა დაიწყო. ზუგდიდში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი შედგება სამი კორპუსისაგან. აქედან ორი კორპუსი ერთმანეთის იდენტური იქნება, რაც მოიაზრებს 5 სართულს და 28 ბინას. მესამე კორპუსი იქნება 6 სართულიანი, სადაც განთავსდება 35 ბინა. „მარმაქს...
ვრცლად