მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  აპრილი  2019

    ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა დაიწყო

    ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა დაიწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პროექტის გასახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 632 939 ლარი დაიხარჯება.

    მათივე ცნობით, სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. მოეწყობა ავტოსადგომი, სასწავლო და სატრენაჟორო ოთახები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს.

    ანაკლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 63 ადამიანი დასაქმდება.

    შენობაში გათვალისწინებულია 3 სპეცმანქანისა და 2 კატერის განთავსება, რაც მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს სამაშველო ღონისძიება როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაში განახორციელონ.

    ანაკლიის მუნიციპალიტეტს აღნიშნული შენობა 2019 წლის ნოემბრიდან მოემსახურება.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები