სიახლეები
-
ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 17 მლნ ლარი გამოიყო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 17 მლნ ლარი გამოიყო. მისივე თქმით, ღონისძიებები გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და...
ვრცლად -
თბილისში, ზემო ფონიჭალაში 8000 კვ.მ ცენტრალური პარკი შენდება
თბილისის შემოგარენში, კერძოდ, ზემო ფონიჭალაში, კრწანისის გამგეობის დაფინანსებით ცენტრალური პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი რეკრეაციული სივრცე 8 000 კვ.მ-ს მოიცავს. ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო 15 სახეობის მცენარე, მათ შორის, ბუჩქოვანი და 4-მეტრის სიმაღლის ხეების ნერგები. აღნიშნული ტერიტორიის თითქმის სრული ნაწილი ამ დრომდე აუთვისებელი...
ვრცლად -
ისნის რაიონში 25-ზე მეტი უნებართვო მშენებლობა გამოვლინდა
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ისნის რაიონში, მელაანის ქუჩაზე 25-ზე მეტი უნებართვო მშენებლობა გამოავლინა. ადგილზე დღეს მოსახლეობას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე შეხვდნენ. როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, მოსახლეობას გონივრული ვადა მიეცა...
ვრცლად -
გაბრიელ სალოსის გამზირის N46-ში მდებარე კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N46-ში მდებარე კორპუსი, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია განხორციელდა, საცხოვრებლად უსაფრთხოა. მისი თქმით, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ შემოწმება დაასრულა და ამის თქმის საფუძველს სწორედ ეს შემოწმება იძლევა. გაბრიელ სალოსის გამზირის N46-ში თბილისის მერის...
ვრცლად -
ვარკეთილში მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს
ვარკეთილში, ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მაცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ მშენებლობა უბანში არსებულ ერთადერთ სკვერს საფრთხეს უქმნის. ადგილობრივების თქმით, კორპუსის მშენებლობა უკანონოა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები კი საპირისპიროს ამტკიცებენ და განმარტავენ, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით...
ვრცლად -
ვაზისუბნის I მიკრორაიონში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის ისნის რაიონში, ვაზისუბნის I მიკრორაიონის N8 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ხელოვნური მწვანე საფარი დაიგება, ფეხბურთის კარები და საკალათბურთო ფარები დამონტაჟდება. სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს ,,ეს ენდ ესი” აწარმოებს, რომლის ღირებულება 71 000 ლარს შეადგენს.
ვრცლად -
ვარკეთილის მცხოვრებლები მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ
ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მცხოვრებლები ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ახალი შენობა მათ საცხოვრებელ სახლებს დაჩრდილავს და ასევე, ერთადერთ საბავშვო სკვერს გაანადგურებს. მოსახლეობა პრობლემის მოგვარების მიზნით, დედაქალაქის ახალ მერთან...
ვრცლად -
თბილისში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა
თბილისში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი „ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა“ გაიხსნა. მასშტაბური სავაჭრო ცენტრის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ძი იენჩისთან ერთად დაესწრო. თბილისის ზღვის პლაზის ფართობი 110 ათასი კვადრატული მეტრია...
ვრცლად -
დიდი ლილოს მოსახლეობა ბეტონის ქარხნის მშენებლობის წინააღმდეგია
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე, დიდი ლილოსა და წინუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობების ქარხნის მშენებლობას დაუშვებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ აგრარული და ფერმერული მეურნეობები უნდა...
ვრცლად -
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი მოფრენის ტერმინალში ჩასხდომის ხიდების მონტაჟი დაიწყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი მოფრენის ტერმინალში ჩასხდომის ხიდების მონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. ახალი თაობის ჩასხდომის ხიდი ერთდროულად ორ C ტიპის ავიახომალდს (B727, B737, MD-80, A320) მოემსახურება. ხიდი ორ გასასვლელიანი იქნება და თითოეული გასასვლელის მაქსიმალური გაშლა 39 მეტრია. ხიდი აღჭურვილია თანამედროვე...
ვრცლად