სიახლეები
-
01 ოქტომბერი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა
თბილისში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი „ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა“ გაიხსნა. მასშტაბური სავაჭრო ცენტრის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ძი იენჩისთან ერთად დაესწრო.
თბილისის ზღვის პლაზის ფართობი 110 ათასი კვადრატული მეტრია. შენობა საქართველოში ყველაზე თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით არის აღჭურვილი. პლაზაში 400-მდე მაღაზია იფუნქციონირებს.
სავაჭრო ობიექტები დატვირთულია ისეთი სხვადასხვა სახეობის პროდუქციით, როგორიცაა ტანსაცმელი, ავეჯი, სამშენებლო მასალები, ავტომანქანის ნაწილები და სხვა.
თბილისის პლაზაში ასევე განთავსდება ბანკები და კვების ობიექტები