მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  იანვარი  2018

    ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 17 მლნ ლარი გამოიყო

    დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 17 მლნ ლარი გამოიყო.

    მისივე თქმით, ღონისძიებები გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ტექნოლოგიური უსაფრთხოების სრული დაცვით განხორციელდება და ყველა ის პრობლემა მოწესრიგდება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს.

    „ლილოს ნაგავსაყრელი ზოგადად, ჩვენი ქალაქისთვის, განსაკუთრებით კი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გასატარებელია მთელი რიგი ღონისძიებები და განსახორციელებლია პროექტები. პირველ რიგში, უნდა დაიხუროს ნაგავსაყრელის პრობლემური უჯრედები. მოხდეს მათი კონსერვაცია და გაზშემკრები მოეწყოსა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გრუნტის წყლების გაფილტვრითი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგ, მეთანის სუნის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მოგვარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ნაგავსაყრელის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები პოლიგონზე უსაფრთხოების ზომების მიღებას, თანამედროვე სტანდარტების გაზშემკრები და წყლის ფილტრაციის სისტემების მოწყობას ითვალისწინებს, რის შემდეგაც, ნარჩენების ტერიტორიაზე აკუმულირებული მეთანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გახდება.

    კახა კალაძე ლილოს ნაგავსაყრელზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძესთან და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავასთან ერთად იმყოფებოდა.

     

     

    ტეგები


პარტნიორები