სიახლეები
-
საჩხერეში სამი ახალი მოედნის მშენებლობა დაიწყო
ქალაქ საჩხერეში რაჭის, კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩებზე სპორტული მოედნების მშენებლობა უკვე დაიწყო. სამივე მოედანი ერთი პროექტით კეთდება და მას ინდ. მეწარმე ვახტანგ კუჭაშვილი 71,464 ლარად ასრულებს.
ვრცლად -
ხონში 22 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება და 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
2017 წელს, ხონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. თანხის ძირითადი ნაწილი გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. იგეგმება ქალაქისა და სოფლების შიდა გზების მოასფალტება, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების რეაბილიტაცია, ქალაქის ცენტრში სამ და ხუთ სართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების...
ვრცლად -
ქუთაისში, შმიდტის ქუჩაზე მოსახლეობა მაღალსართულიან შენობებზე სართულების დაშენებას აპროტესტებს
ქუთაისში, შმიდტის ქუჩაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი მათ ქუჩაზე არსებული მრავალსართულიანი კორპუსებისთვის დამატებითი სართულების დაშენებას აპროტესტებენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ მშენებლობის პროცესი აზიანებს მათ საცხოვრებლებს, ნაგავი კი მათ ეზოებში ხვდება. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ირკვევა, რომ...
ვრცლად -
ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხანამ მუშაობა განაახლა
"ჩვენ ჩვენი ურთიერთობები შესაბამის ინსტიტუტებთან დავალაგეთ" - ეს განცხადება "ჯორჯიან მანგანეზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ზაქარია ზალიკაშვილმა საწარმოს გაჩერებასთან დაკავშირებით გააკეთა. ზალიკაშვილმა ქუთაისიპოსტთან საუბრის დროს მხოლოდ ის განმარტა, რომ დღეს ფეროსშენადნობთა ქარხანამ მუშაობა განაახლა და ქარხნის მუშები ეტაპობრივად...
ვრცლად -
წყალტუბოში განახლებული და უსაფრთხო გზით იმგზავრებთ
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებზე: ოფურჩხეთსა და ნამოხვანზე გადის. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია 25 წელზე მეტია არ მომხდარა, რის შედეგადაც ასფალტ-ბეტონის საფარი ძლიერ...
ვრცლად -
ქუთაისი განახლებული ნიკეას ქუჩით ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს დაუკავშირდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ნიკეას ქუჩა–გეგუთის სატრანსპორტო კვანძის 4.1 კილომეტრიან მონაკვეთს აშენებს. სამშენებლო მონაკვეთი ქ. ქუთაისში ნიკეას ქუჩის ბოლოს არსებული მოედანიდან იწყება და გეგუთში არსებულ სატრანსპორტო კვანძთან სრულდება. პროექტის შესაბამისად, აშენდება 4 ზოლიანი ბეტონის გზა და 1 რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდი. ამ დროისთვის, გზის საფუძვლის მოწყობის...
ვრცლად -
თბოელექტროსადგური ტყიბულში აღარ აშენდება
150 მეგავატიანი თბოელექტროსადგური ტყიბულის ნაცვლად გარდაბანში აშენდება. ტყიბულში მშენებლობის განხორციელების ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში გაფორმდა, რომელსაც ხელს ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე აწერდა. თუმცა, ხელმოწერიდან რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ თბოლექტროსადგური ტყიბულში აღარ აშენდება. პროექტის მიხედვით ასეთი უნდა ყოფილიყო...
ვრცლად -
"არ არის აუცილებელი ყოველდღე იყოს სამუშაოები" - უძილაური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოებზე
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის დაანონსებული აქტიური სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. "ამ ეტაპისთვის ჭაბურღილი კეთდება, რომლითაც ტბა უნდა მომარაგდეს. 106 მეტრის გაკეთება მოგვიწევს ალბათ, მეტი არა. მანამდე კი, ტბა უნდა გაიწმინდოს და სუფთა წყლით უნდა მომარაგდეს. წყალი სასმელადაც ვარგისი იქნება ინტენსიური სამუშაეობი კი მაისისან დაიწყება", -...
ვრცლად -
ქუთაისში საწარმო შეიქმნა , სადაც სამშენებლო მასალების წარმოება დაიწყო
დიზაინკომპლექსის შვილობილმა კომპანიამ კორდმა შექმნა საწარმო ქუთაისში, სადაც დაიწყო სამშენებლო მასალების წარმოება. "კორდი" გთავაზობთ სხვადასხვა სამშენებლო მასალებს. 1. საფასადე ქვის ფილა ფერი: თეთრი და წითელი ზომა: 60X30X2.5 (სმ) წონა: 11 კგ 2. იატაკის ქვის ფილა ზომა: 50X50X1.5 (სმ) წონა: 9.5 კგ 3. ქვის კრამიტი ზომა: 50X50X1.5 (სმ) წონა: 9.5 კგ 4. საკედლე ბლოკები ა) ზომა: 40X19X9 (სმ) წონა: 8.5 კგ ბ) ზომა...
ვრცლად -
ქუთაისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერია ტენდერს აცხადებს
ქუთაისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერია ტენდერს აცხადებს. ნიკეასა და ავანგარდის დასახლების დამაკავშირებელი გზის მშენებლობის მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვისთვის მერიამ 2 816 448 ლარი გამოყო. შემაერთებელი გზა სულხან-საბა ორბელიანის გამზირს კონსტანტინე გამსახურდიას, თაბუკაშვილისა და შევჩენკოს ქუჩების გავლით დაუკავშირდება. ტენდერში გამარჯვებულმა...
ვრცლად