სიახლეები
-
15 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
ხონში 22 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება და 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
2017 წელს, ხონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
თანხის ძირითადი ნაწილი გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. იგეგმება ქალაქისა და სოფლების შიდა გზების მოასფალტება, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების რეაბილიტაცია, ქალაქის ცენტრში სამ და ხუთ სართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების კეთილმოწყობა, სახიდე გადასასვლელების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა.
ხონში, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ჯამში, 22 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. 28,000-მდე ბენეფიციარს სამუშაოების დასრულების შემდეგ პრიორიტეტულად მიჩნეული პრობლემები მოუგვარდება.
პროექტის თანახმად მოასფალტებითი სამუშაოები მუნიციპალიტეტის 18 გზის მონაკვეთზე შესრულდება, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს და სამხატვრო სკოლას ჩაუტარდება. ხონის მუნიციპალიტეტში მოწესრიგდება ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 37-ე კმ-ზე, სოფელ ღვედის შესასვლელში არსებული სახიდე გადასასვლელი, ასევე რეაბილიტირდება მაღლივი კორპუსების ფასადები.