სიახლეები
-
13 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
ქუთაისში, შმიდტის ქუჩაზე მოსახლეობა მაღალსართულიან შენობებზე სართულების დაშენებას აპროტესტებს
ქუთაისში, შმიდტის ქუჩაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი მათ ქუჩაზე არსებული მრავალსართულიანი კორპუსებისთვის დამატებითი სართულების დაშენებას აპროტესტებენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ მშენებლობის პროცესი აზიანებს მათ საცხოვრებლებს, ნაგავი კი მათ ეზოებში ხვდება.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ირკვევა, რომ მშენებელ კომპანიას აქვს უფლება სართულებისა და მანსარდების მშენებლობაზე.