სიახლეები
-
ძირულა-ხარაგაული-მოლითის 26 კილომეტრიანი გზის მშენებლობა იწყება
ძირულა-ხარაგაული-მოლითის 26 კილომეტრიანი გზის მშენებლობა იწყება! ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორის ორ ლოკაციაზე, დაბა ხარაგაულსა და სოფელ საღანძილეში მინი საწარმოები განათავსა. ტექნიკა მობილიზებულია და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება!
ვრცლად -
ხარაგაულში მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ხარაგაულში საუკუნის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარზე გუმბათის გადაბეტონებისა და ჯვრის საყრდენის დადგმა მიმდინარეობს. საკათედრო ტაძარი, ძირთადად, შემოწირულობებითა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტის დაფინანსებით შენდება. ბოლო 2 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან მარგვეთისა და უბისის ეპარქიის განვითარების...
ვრცლად -
ხარაგაულის სოფელ ლაშეში გზის აღდგენა უახლოეს მომავალში დაიწყება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ სოფელ ლაშეში (ზედა ლაშე) გზის რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ზედა ლაშეში გზის 1 544-მეტრიანი მონაკვეთი ბეტონის საფარით რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით მოეწყობა. პროექტის ღირებულება 279 722 ლარს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის...
ვრცლად -
სოფელ ღარიხევსა და ქროლში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება
დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც, სოფელ ღარიხევსა და ქროლში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. სოფელ ქროლში ბეტონის საფარი 2 030 მეტრზე მოეწყობა, ხოლო ღარიხევში, დეკანოსიძეების უბანში გზის კაპიტალური რეაბილიტაცია 1 200 მეტრზე განხორციელდება. ქროლისა და ღარიხევის გზის რეაბილიტაცია რეგიონული...
ვრცლად -
გვირაბის მშენებლობაზე აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - 240-ე მუხლით - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. დაშავდა 3 მუშა. მშენებლობაზე დასაქმებულების თქმით, უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია, სადენები წყალშია.
ვრცლად -
ხარაგაულში 12 სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 12 სკვერის რეაბილიტაციის მიზნით, პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ხარაგაულში არსებულ სკვერებს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საპროექტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამოვლენილია ი/მ ზვიად გოგოლაძე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის...
ვრცლად