სიახლეები
-
ხარაგაულის სოფელ ლაშეში გზის აღდგენა უახლოეს მომავალში დაიწყება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ სოფელ ლაშეში (ზედა ლაშე) გზის რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ზედა ლაშეში გზის 1 544-მეტრიანი მონაკვეთი ბეტონის საფარით რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით მოეწყობა.
პროექტის ღირებულება 279 722 ლარს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა თანხის 5%-ს შეადგენს.
შემსრულებელი კომპანია სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს.
ინფორმაციას ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ტეგები




