მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  მარტი  2018

    სოფელ ღარიხევსა და ქროლში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

    დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც, სოფელ ღარიხევსა და ქროლში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება.


    სოფელ ქროლში ბეტონის საფარი 2 030 მეტრზე მოეწყობა, ხოლო ღარიხევში, დეკანოსიძეების უბანში გზის კაპიტალური რეაბილიტაცია 1 200 მეტრზე განხორციელდება.
    ქროლისა და ღარიხევის გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან 331 592 ლარით ფინანსდება. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა 5%-ია.
    გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დასრულდება

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები