მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

აქსის თაუერი

მშენებლობა დასრულდა:
31 / დეკემბერი 2017
დეტალური არწერა:
5840
ფასი: 3 645 ¢- დან - 1 მ2

კოშკის უნიკალური არქიტექტურა ბინის გეგმარებისას იძლევა მოქნილობის საშუალებას. უნდა აღინიშნოს, რომ გეგმარების თავისებურების გამო ბინები არის ძალიან ნათელი. ამასთან, ჭერის სიმაღლე იქნება 3.6 და ეს მთელ ბინაში არსებულ ვიტრაჟებს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

შენობა აღჭურვილი იქნება გათბობა-კონდიცირების თანამედროვე ცენტრალური სისტემით, რის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ერთსა და იმავე ბინაში, ერთი ოთახი, რომელსაც მზე ადგება გავაგრილოთ, ხოლო მეორე, რომელშიც შედარებით გრილა – გავათბოთ. შენობა აღჭურვილი იქნება სისტემებით, რომლის მართვაც შესაძლებელი მობილური აპლიკაციებით.

აქსის თაუერსში გამოყოფილია 2500 კვ.მ ტერიტორია კეთილმოწყობილი მყუდრო ეზოსთვის. აქ განთავსდება სპორტული მოედანი და დასასვენებელი, რეკრეაციული ზონები.

რაც მთავარია, აქსის თაუერსის მაცხოვრებელს ექნება ხუთვარსკვლავიანი მომსახურება. ამისთვის ქვისკოშკში ცალკეა გამოყიფილი ლიფტი მომსახურე პერსონალისთვის.

შუშის კოშკის სახურავზე კი მოეწყობა ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი, იმისთვის, რომ სურვილის შემთხვევაში აქსის თაუერსიდან პირდაპირ გადაფრინდეთ სათხილამურო ან საზღვაო კურორტზე.



აქსის თაუერსში გაიხსნება სუპერმარკეტი, რომელიც მოემსახურება მის მაცხოვრებლებს.

ბინები განთავსებულია მე-7 სართულიდან 37-ე სართულის ჩათვლით, ქვის კოშკში. კვადრატული მეტრის ფასი იწყება 1500$-დან. სართულების მიხედვით ფასი იზრდება.

 

შეძენის პირობები:
  • შიდა განვადების პირობები:

    10 წლიანი შიდა განვადება

  • ერთიანი გადახდით შეძენის პირობები:

    2 წლიანი განვადების შემთხვევაში პირველადი შენატანი განისაზღვრება მხოლოდ 10%-ით. განვადების მიღებისთვის საკმარისია პირადობის მოწმობის წარდგენა

მსგავსი მშენებლობები

პროექტის ავტორი:

ბინის სპეციფიკაციები

ეს არის ორი იდენტური ცათამბჯენი, ტყუპი კოშკები. კოშკები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ბრუნავენ, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის. კოშკები ერთდროულად მსგავსიცაა და განსხვავებულიც. ერთი მათგანი მოპირკეთებულია მუქი მინით, ხოლო მეორე – ბუნებრივი თეთრი ქვით. ფერების გარდა გამოყენებულია მსუბუქი და მძიმე მასალების „დიალოგი“. ამასთან, შუშის კოშკი აირეკლება ქვის კოშკში. აქსის თაუერსი ჯამში შედგება 41 სართულისგან, აქედან 4 მიწისქვეშაა, ხოლო 37 მიწის ზემოთ. სიმაღლეში სულ -147 მეტრია. კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ტრიალებს ღერძის/ბირთვის გარშემო.


პარტნიორები