სიახლეები
-
20 თებერვალი 2016
თქვენი რეკლამა
აქსის თაუერსის მშენებლობა განახლდა!
პროექტი, რომელიც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევდა მისი დაწყების დღიდან, რომელიც 2008 წლის ომისა და ეკონომიკური კრიზისის შედეგად შეჩერდა – დღეს განახლებულია!
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და კომპანია “აქსისი” მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ პროექტ „აქსის თაუერსში“ თანაბარი ინვესტიციის განხორციელებაზე.
ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი არქიტექტურა არ შეცვლილა, თუმცა პროექტი გამდიდრდა ფუნქციონალურად. მრავალფუნქციური კომპლექსი ქ. თბილისში შედგება ორი 37 სართულიანი ცათამბჯენისგან, რომელთაგან ერთი მინის იქნება, ხოლო მეორე – ქვის. დღეისათვის სამშენებლო სამუშაოები განახლებულია და მათი დასრულება 2017 წლისთვის იგეგმება. პროექტ „აქსის თაუერსის“ ჯამური საინვესტიციო ღირებულება 83 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო მის კაპიტალში კომპანია „აქსისის“ და ფონდის მონაწილეობა თანაბარი წილებით განისაზღვრება.
პროექტის შესახებ დეტალები გაჟღერდება “აქსის თაუერსის” პრეზენტაციაზე.ტეგები