მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  სექტემბერი  2018

    „აქსის თაუერსის“ ქვის კოშკში 1 კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართის ღირებულება 4,290 ლარიდან იწყება

    „აქსის თაუერსის“ ქვის და მინის კოშკების მოსაპირკეთებელი სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“ კომპანია „აქსისის“ პრესსამსახურში მიაწოდეს.

     



    „ქვის კოშკში, რომელიც მოპირკეთებულია LAMINAM-ის თეთრი ფერის კერამიკული ფილით BIANCO STATUARIO VENATO, განთავსებულია საცხოვრებელი ფართები. რაც შეეხება მინის კოშკს, იგი SAINT GOBAIN – PLANICLEAR - ის დაბალემისიური მინითაა შეფუთული. მინის კოშკი დაეთმობა A კლასის ბიზნეს ცენტრს და 5 ვარსკვლავიან სასტუმრო “PULLMAN-ს, რომელიც მე-19 სართულიდან განთავსდება“ — განაცხადეს „აქსისის“ პრესსამსახურში. 

     

     

    კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ „აქსის თაუერსში“ A კლასის საოფისე ფართების გაქირავება დაიწყო.

     

    საცხოვრებელი ფართები განთავსებულია ქვის კოშკში და გაყიდვები მიმდინარეობს, ნახევარზე მეტი საცხოვრებელი ფართები უკვე გაყიდულია. რაც შეეხება ფასს 1 კვ.მ-ის ღირებულება 4,290 ლარიდან იწყება.



    ცნობილი ფარმაცევტული კომპანიების, როგორიცაა Alcon და Sanofi – ის ოფისები მინის კოშკში განთავსდება. კომერციულ სივრცეში გაიხსნება აგროჰაბი და მაღაზია ზუმერი. ასევე საფეხმავლო ქუჩაზე თავს მოიყრის ევროპული და ქართული რესტორნები, კაფეები და ბარები. 

     

    „აქსის თაუერსის საცხოვრებელი ბინებით ძირითადად ინტერესდებიან საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე, როგორც საქართველოს მოქალაქე ასევე არარეზიდენტი პირები - აქსის თაურესი მათთვის საუკეთესო საინვესტიციო გადაწყვეტილებაა. ეს არის მთლიანად ქართული პროექტი, განხორციელებული ქართველი სპეციალისტების მიერ, გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით“ -აცხადებენ კომპანიაში.

     

     

    „აქსის თაუერსის“ მშენებლობა დეველოპერული კომპანია „აქსისისა“ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ პარტნიორობით მიმდინარეობს, რომელიც 92 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.
     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები