სიახლეები
-
03 ოქტომბერი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისის ტყუპი ცათამბჯენების მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება
თბილისის ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე, გალაქტიონ ტაბიძის ძეგლის უკან ტყუპი ცათამბჯენის მშენებლობის დასრულება 2017 წლის ბოლოსთვის იგეგმება. შენობა 41 სართულიანია, აქედან 4 სართული მიწის ქვეშ არის მოქცეული, საიდანაც 3 სართულზე ავტოსადგომი განთავსდება.
მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმრო, საოფისე, კომერციული და გასართობი სივრცეებს, კომპანია “აქსის ფაუერი” აშენებს.
იდენტური ტყუპი ცათამბჯენის ყოველი სართული 2 გრადუსით ტრიალებს ღერძის გარშემო, რაც საერთო ჯამში შენობების მოძრაობის და კოშკების ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ბრუნვის ილუზიას ქმნის. ერთ-ერთი მათგანი მოპირკეთებულია მინით, ხოლო მეორე – საცხოვრებელი კოშკი თეთრი ფილით.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სარგებელი მოუტანოს ქალაქს, რისთვისაც შენდება ჭავჭავაძის გამზირის პარალელური და გალაკტიონის ძეგლის გარშემო წრიული ფორმის საავტომობილო გზები, რომლითაც ისარგებლებენ Axis Towers -ში მომსვლელი ნაკადები, რაც ხელს შეუწყობს ჭავჭავაძის გამზირზე შეუფერხებელ მოძრაობას. იმავე გზებით შეეძლებათ ისარგებლონ ჭავჭავაძის გამზირიდან ყიფშიძის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს. გარდა ამისა, კეთდება სამანქანო გზის დამატებით ზოლი და ფართო ტროტუარი ყიფშიძის ქუჩის მხრიდან.
“ცას მიწვდენილი არქიტექტურა, მომავლის თბილისის დახვეწილ იერსახეს ქმნის”,- აცხადებენ კომპანიაში.