მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სახლი ზღვიდან 40 მეტრში

მშენებლობის დასრულება:
0/ წელი     8/ თვე     0/ კვირა     4/ დღე
დეტალური არწერა:
4779
ფასი: 1 200 ¢- დან - 1 მ2

სამშენებლო კომპანია რუმი  გთავაზობთ ბათუმში უახლეს პროექტს, მხოლოდ ჩვენთან ! თქვენ ყველაზე ახლოს, ზღვიდან 40 მეტრში შეგიძლიათ შეიძინოთ ბინები ხელმისაწვდომ ფასად,

რაც მთავარია ! ყველა ბინიდან ზღვის ხედი !
 

 

 

 

პროექტის მიმოხილვა

ევროპული სტანდარტების მაღალხარისხიანი მშენებლობა. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასრულდება 2018 წლის დეკემბერში. კომპლექსი მოიცავს 143 საცხოვრებელ ფართს, კომერციულ ფართს, ავტოსადგომს, სასტუმროს და პანორამულ რესტორანს. კომპლექსში განთავსებული იქნება ასევე სავაჭრო და კვების ობიექტები.

პროექტის უპირატესობები

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს ახალ ბულვარში, სადაც ჰარმონიულად შერწყმულია საბავშვო გასართობი მოედნები, მოცეკვავე შადრევნები, საუცხოო ქანდაკებები, საველოსიპედო ბილიკი, ღამის კლუბები და რესტორნები

ინფორმაცია უცხოეთის მოქალაქეებისათვის (არარეზიდენტებისათვის)

უცხო ქვეყნის მოქალაქეს (არარეზიდენტს)აქვს უფლება შეიძინოს და ფლობდეს უძრავ ქონებას საქართველოში. აღნიშნული უფლება რეგულირდება კანონმდებლობით.
უცხოეთის მოქალაქეების (არარეზიდენტების) მიერ საქართველოში შეძენილი უძრავი ქონების გასხვისების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეს აქვს უფლება გაასხვისოს ან მემკვიდრეობით გადასცეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.


პროცედურები უცხოეთის მოქალაქისთვის ბინის შესაძენად


საცხოვრებელ კომპლექსში შესაძენი ბინის შერჩევის შემდეგ, მყიდველი Thouse.ge  გაყიდვების დეპარტამენტს აწვდის მის პირად ინფორმაციას (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, ელ-ფოსტა და პირადობის მოწმობის ასლი).

- გაყიდვების დეპარტამენტი ამზადებს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებას და უგზავნის კლიენტს.

- მხარეები თანხმდებიან წინარე ხელშეკრულების დადების თარიღზე. ხელშეკრულების ხელმოწერა მყიდველს თავად, ან ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით შეუძლია (ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ბინის შესაძენად საჭიროა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობა, ნდობით აღჭურვილი პირის პირადობის მოწმობის ასლი და მინდობილობის გამფორმებელი ნოტარიუსის საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, E-MAIL). რეგისტრაციის წინ საჯარო რეესტრის თანამშრომლებლებს უნდა ქონდეთ საშუალება დაუკავშირდენ ნოტარიუსს და გადაამოწმონ საბუთის უტყუარობა).

- გამყიდველის და მყიდველის/მისი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაცია.

- მყიდველის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით გამყიდველისთვის თანხის გადახდა.

- მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების გაფორმება გამყიდველს და მყიდველს შორის.

- ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

ხელშეკრულების ენა


- ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება 2 ენაზე - ქართულად და ინგლისურად/ თურქულად/რუსულად. ხელშეკრულების ქართულენოვან და ინგლისურენოვან/თურქულენოვან/რუსულენოვან ეგზემპლარებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, „ხელშეკრულების" ქართულენოვან ეგზემპლარს ენიჭება უპირატესობა. ხელშეკრულების ინდენტურობაში პასუხისმგებელი თარჯიმნის მონაცემები ინახება საჯარო რეესტრში ხელშეკრულებასთან ერთად.

გადასახადები და გადასახდელები სახცოვრებლი ბინის შეძენის შემდეგ


- საცხოვრებელი ბინის შეძენის შემდეგ, უცხოეთის მოქალაქე (არარეზიდენტი) ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული „მომსახურების გადასახადი" (არსებობის შემთხვევაში).
 

შეძენის პირობები:
  • შიდა განვადების პირობები:

  • ერთიანი გადახდით შეძენის პირობები:

მსგავსი მშენებლობები

პროექტის ავტორი:

საკონტაქტო ინფორმაცია

+995 593 18 37 18
info@Thouse.ge
http://thouse.ge/company/rum
ბათუმი / შ. ხიმშიაშვილის N80

ბინის სპეციფიკაციები

1. შავი კარკასი --- საცხოვრებელი ბინის კარებამდე მოწესრიგებული, ბუნებრივი აირი, წყალი, დენი, ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, მოპირკეთებული სადარბაზო, ეზო, ფასადი დასრულებული, შესასვლელი კარი რკინის ( არა ჩინური), მეტალოპლასტმასის ფანჯრებს (ორმაგი შუშით )