მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  აპრილი  2017

    სააღდგომო აქცია Rum Development - ში ! ბინები წინასწარი 1% დან

    RUM DEVELOPMENT - გთავაზობთ უპრეცედენტო შეთავაზებას სააღდგომოდ !
    ბათუმში 
    ყველაზე ახლოს !  ზღვიდან 40 მეტრში !  აპრილის თვეში !

    ღირებულება 450$ დან ნაცვლად 490$

    100% - გადახდის შემთხვევაში ფასდაკლება 10% + შავის ნაცვლად თეთრი კარკასი საჩუქრად 
    50% - გადახდის შემთხვევაში ფასდაკლება 5%  + შავის ნაცვლად თეთრი კარკასი საჩუქრად 
    30% - გადახდის შემთხვევაში + შავის ნაცვლად თეთრი კარკასი საჩუქრად 
    20% - გადახდის შემთხვევაში ფასდაკლება 5%
    განვადების პერიოდი 24 თვე შიდა უპროცენტო






     

     



    მშენებლობის დასრულება 2017 წლის ბოლო
    დაიწყეთ გარემონტება 2018 წლის აპრილიდან
    ბინების გაყიდვები დაწყებულია.......

    დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია Rum ის ოფისში, 

    მშენებლობის მისამართი: ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩა 80, 
    გაყიდვების ოფისი: ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ 

    საკონტაქტო ინფორმაცია:
    საქართველოდან +995 593-18-37-18,    
    ამერიკიდან    +1  914 - 401 - 1606
    VIBER: 995 593-18-37-18
    https://www.facebook.com/RumDevelopment
    E-Mail: info@Thouse.ge


    პროექტის შესახებ

    2016  წლის სექტემბრიდან Rum საქართველოს ბაზარზე სრულიად ახალ და ინოვაციურ პროექტს იწყებს. ეს იქნება, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ბათუმში ზღვიდან ძალიან ახლოს, 40 მეტრში (ხიმშიაშვილის ქუჩაზე) აშენდება. მრავალფეროვანი მომსახურებების შეთავაზებით, რომელიც გათვლილი იქნება, როგორც მცხოვრებლების ინტერესებზე, ასევე უძრავი ქონების იჯარით გაცემის მსურველებზე, ანუ იმ ხალხზე, ვისაც სურს, რომ სარფიანი ინვესტიცია განახორციელოს და შემოსავლის დამატებითი წყარო ჰქონდეს. პროექტის ადგილმდებარეობაც ზუსტად ისეა შერჩეული, რომ არა მარტო საცხოვრებლად იყოს მიმზიდველი, არამედ გასაქირავებლადაც. ბინებიდან ზღვისა და ბულვარის ულამაზესი ხედები იშლება და ახლოსაა ქალაქის ყველა ძირითად ღირსშესანიშნაობასთან, რაც მისი არენდის ფასს კიდევ უფრო მაღლა წევს. 

    პროექტის მიმოხილვა

    ევროპული სტანდარტების მაღალხარისხიანი მშენებლობა. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასრულდება 2018 წლის დეკემბერში. კომპლექსი მოიცავს 143 საცხოვრებელ ფართს, კომერციულ ფართს, ავტოსადგომს, სასტუმროს და პანორამულ რესტორანს. კომპლექსში განთავსებული იქნება ასევე სავაჭრო და კვების ობიექტები.

    პროექტის უპირატესობები

    ახალი საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს ახალ ბულვარში, სადაც ჰარმონიულად შერწყმულია საბავშვო გასართობი მოედნები, მოცეკვავე შადრევნები, საუცხოო ქანდაკებები, საველოსიპედო ბილიკი, ღამის კლუბები და რესტორნები



    "მომხმარებელს ვთავაზობთ ბინის შეძენას როგორც სრული რემონტით, ასევე თეთრი - შავი კარკასის მდგომარეობით. მათ არჩევანის სრული თავისუფლება ექნებათ. 

    RUM ემიგრანტებისთვის კერძოდ, ამერიკა - კანადიდან სპეციალურ საკონტაქტოდ ნომერს სთავაზობს ( +1 914 401 1606 ). , სადაც გაყიდვების მენეჯერი მოემსახურება. აღნიშნული აქცია ყველა ქვეყნაში მყოფ ემიგრანტზე მოქმედებს.

    მშენებლობა მიმდინარეობს  დასრულდება 2018 წლის დეკემბერი


    ინფორმაცია უცხოეთის მოქალაქეებისათვის (არარეზიდენტებისათვის)

    უცხო ქვეყნის მოქალაქეს (არარეზიდენტს)აქვს უფლება შეიძინოს და ფლობდეს უძრავ ქონებას საქართველოში. აღნიშნული უფლება რეგულირდება კანონმდებლობით. 
    უცხოეთის მოქალაქეების (არარეზიდენტების) მიერ საქართველოში შეძენილი უძრავი ქონების გასხვისების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეს აქვს უფლება გაასხვისოს ან მემკვიდრეობით გადასცეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.


    პროცედურები უცხოეთის მოქალაქისთვის შპს რუმში ბინის შესაძენად


    საცხოვრებელ კომპლექსში შესაძენი ბინის შერჩევის შემდეგ, მყიდველი შპს რუმის გაყიდვების დეპარტამენტს აწვდის მის პირად ინფორმაციას (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, ელ-ფოსტა და პირადობის მოწმობის ასლი). 

    - გაყიდვების დეპარტამენტი ამზადებს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებას და უგზავნის კლიენტს.

    - მხარეები თანხმდებიან წინარე ხელშეკრულების დადების თარიღზე. ხელშეკრულების ხელმოწერა მყიდველს თავად, ან ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით შეუძლია (ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ბინის შესაძენად საჭიროა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობა, ნდობით აღჭურვილი პირის პირადობის მოწმობის ასლი და მინდობილობის გამფორმებელი ნოტარიუსის საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, E-MAIL). რეგისტრაციის წინ საჯარო რეესტრის თანამშრომლებლებს უნდა ქონდეთ საშუალება დაუკავშირდენ ნოტარიუსს და გადაამოწმონ საბუთის უტყუარობა).

    - გამყიდველის და მყიდველის/მისი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაცია.

    - მყიდველის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით გამყიდველისთვის თანხის გადახდა.

    - მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების გაფორმება გამყიდველს და მყიდველს შორის. 

    - ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

    ხელშეკრულების ენა


    - ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება 2 ენაზე - ქართულად და ინგლისურად/ თურქულად/რუსულად. ხელშეკრულების ქართულენოვან და ინგლისურენოვან/თურქულენოვან/რუსულენოვან ეგზემპლარებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, „ხელშეკრულების" ქართულენოვან ეგზემპლარს ენიჭება უპირატესობა. ხელშეკრულების ინდენტურობაში პასუხისმგებელი თარჯიმნის მონაცემები ინახება საჯარო რეესტრში ხელშეკრულებასთან ერთად.

    გადასახადები და გადასახდელები სახცოვრებლი ბინის შეძენის შემდეგ


    - საცხოვრებელი ბინის შეძენის შემდეგ, უცხოეთის მოქალაქე (არარეზიდენტი) ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული „მომსახურების გადასახადი" (არსებობის შემთხვევაში). 

     

     




პარტნიორები