მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  ოქტომბერი  2017

    აქცია Rum Development - ი ბათუმში #შენიოქტომბერი

     RUM DEVELOPMENT - გთავაზობთ მორიგ აქციას !

    ბინები პირდაპირ ზღვასთან, სულ რაღაც 40 მეტრში

    #შენიოქტომბერი

     აქცია მხოლოდ 44.8 კვ.მ მხოლოდ 5 ბინაზე !
     სართულები არჩევით: 3,4,5,6,7
     ნაცვლად 53 000 ლარის შეიძინეთ 48 000 ლარად
     დანაზოგი 5,000 ლარი
     წინასწარ შენატანი ნახევარი 24 000 ლარი
     დარჩენილი 24 000 ლარი 24 თვიანი შიდა განვადება, თვეში 1000 ლარი
     იჩქარეთთთთ .....ასეთი ფასი მხოლოდ ჩვენთან !
     შეიძინეთ პირველმა და აირჩიეთ სართული
     აქცია ძალაშია მხოლოდ ოქტომბრის თვეში


    დაგვიკავშირდით + 995 593-18-37-18
    Facebook Rum Development
    საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს ახალ ბულვარში,  ზღვიდან 40 მეტრში, ხიმშიაშვილის 80 ნომერში.
    რემონტის დაწყების პერიოდი 2018 წლის მაისი

     

    პროექტის შესახებ

    2016  წლის სექტემბრიდან Rum საქართველოს ბაზარზე სრულიად ახალ და ინოვაციურ პროექტს იწყებს. ეს იქნება, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ბათუმში ზღვიდან ძალიან ახლოს, 40 მეტრში (ხიმშიაშვილის ქუჩაზე) აშენდება. მრავალფეროვანი მომსახურებების შეთავაზებით, რომელიც გათვლილი იქნება, როგორც მცხოვრებლების ინტერესებზე, ასევე უძრავი ქონების იჯარით გაცემის მსურველებზე, ანუ იმ ხალხზე, ვისაც სურს, რომ სარფიანი ინვესტიცია განახორციელოს და შემოსავლის დამატებითი წყარო ჰქონდეს. პროექტის ადგილმდებარეობაც ზუსტად ისეა შერჩეული, რომ არა მარტო საცხოვრებლად იყოს მიმზიდველი, არამედ გასაქირავებლადაც. ბინებიდან ზღვისა და ბულვარის ულამაზესი ხედები იშლება და ახლოსაა ქალაქის ყველა ძირითად ღირსშესანიშნაობასთან, რაც მისი არენდის ფასს კიდევ უფრო მაღლა წევს. 

    პროექტის მიმოხილვა

    ევროპული სტანდარტების მაღალხარისხიანი მშენებლობა. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასრულდება 2018 წლის დეკემბერში. კომპლექსი მოიცავს 143 საცხოვრებელ ფართს, კომერციულ ფართს, ავტოსადგომს, სასტუმროს და პანორამულ რესტორანს. კომპლექსში განთავსებული იქნება ასევე სავაჭრო და კვების ობიექტები.

    პროექტის უპირატესობები

    ახალი საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს ახალ ბულვარში, სადაც ჰარმონიულად შერწყმულია საბავშვო გასართობი მოედნები, მოცეკვავე შადრევნები, საუცხოო ქანდაკებები, საველოსიპედო ბილიკი, ღამის კლუბები და რესტორნები



    "მომხმარებელს ვთავაზობთ ბინის შეძენას როგორც სრული რემონტით, ასევე თეთრი - შავი კარკასის მდგომარეობით. მათ არჩევანის სრული თავისუფლება ექნებათ. 

    RUM ემიგრანტებისთვის კერძოდ, ამერიკა - კანადიდან სპეციალურ საკონტაქტოდ ნომერს სთავაზობს ( +1 914 401 1606 ). , სადაც გაყიდვების მენეჯერი მოემსახურება. აღნიშნული აქცია ყველა ქვეყნაში მყოფ ემიგრანტზე მოქმედებს.

    მშენებლობა მიმდინარეობს  დასრულდება 2018 წლის დეკემბერი


    ინფორმაცია უცხოეთის მოქალაქეებისათვის (არარეზიდენტებისათვის)

    უცხო ქვეყნის მოქალაქეს (არარეზიდენტს)აქვს უფლება შეიძინოს და ფლობდეს უძრავ ქონებას საქართველოში. აღნიშნული უფლება რეგულირდება კანონმდებლობით. 
    უცხოეთის მოქალაქეების (არარეზიდენტების) მიერ საქართველოში შეძენილი უძრავი ქონების გასხვისების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეს აქვს უფლება გაასხვისოს ან მემკვიდრეობით გადასცეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.


    პროცედურები უცხოეთის მოქალაქისთვის შპს რუმში ბინის შესაძენად


    საცხოვრებელ კომპლექსში შესაძენი ბინის შერჩევის შემდეგ, მყიდველი შპს რუმის გაყიდვების დეპარტამენტს აწვდის მის პირად ინფორმაციას (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, ელ-ფოსტა და პირადობის მოწმობის ასლი). 

    - გაყიდვების დეპარტამენტი ამზადებს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებას და უგზავნის კლიენტს.

    - მხარეები თანხმდებიან წინარე ხელშეკრულების დადების თარიღზე. ხელშეკრულების ხელმოწერა მყიდველს თავად, ან ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით შეუძლია (ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ბინის შესაძენად საჭიროა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობა, ნდობით აღჭურვილი პირის პირადობის მოწმობის ასლი და მინდობილობის გამფორმებელი ნოტარიუსის საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, E-MAIL). რეგისტრაციის წინ საჯარო რეესტრის თანამშრომლებლებს უნდა ქონდეთ საშუალება დაუკავშირდენ ნოტარიუსს და გადაამოწმონ საბუთის უტყუარობა).

    - გამყიდველის და მყიდველის/მისი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაცია.

    - მყიდველის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით გამყიდველისთვის თანხის გადახდა.

    - მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების გაფორმება გამყიდველს და მყიდველს შორის. 

    - ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

    ხელშეკრულების ენა


    - ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება 2 ენაზე - ქართულად და ინგლისურად/ თურქულად/რუსულად. ხელშეკრულების ქართულენოვან და ინგლისურენოვან/თურქულენოვან/რუსულენოვან ეგზემპლარებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, „ხელშეკრულების" ქართულენოვან ეგზემპლარს ენიჭება უპირატესობა. ხელშეკრულების ინდენტურობაში პასუხისმგებელი თარჯიმნის მონაცემები ინახება საჯარო რეესტრში ხელშეკრულებასთან ერთად.

    გადასახადები და გადასახდელები სახცოვრებლი ბინის შეძენის შემდეგ


    - საცხოვრებელი ბინის შეძენის შემდეგ, უცხოეთის მოქალაქე (არარეზიდენტი) ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული „მომსახურების გადასახადი" (არსებობის შემთხვევაში). 

     

     

     


პარტნიორები