m2 იპოდრომთან 2

m2-ის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი არსებული კომპლექსის, m² იპოდრომთან გვერდით, გ. კარტოზიას 10 ნომერში შენდება.
კომპლექსი 3 კორპუსისაგან შედგება და 819 ბინას აერთიანებს. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა 4-დონიანი ავტოსადგომი, რომელიც ბინების რაოდენობის შესაბამისად არის დაგეგმარებული. ანტონოვსკაიასა და კარტოზიას ქუჩების მხრიდან გათვალისწინებულია კომერციული ფართები სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებისათვის, რაც კომპლექსის მაცხოვრებლებისათვის დამატებითი კომფორტი იქნება.
.
კომპლექსში განთავსებული იქნება 2-სართულიანი თანამედროვე საბავშვო ბაღის შენობა. ასევე, პირველ და მეორე კორპუსებს შორის, მოეწყობა სპორტული მოედანი და გამწვანებული სათამაშო და დასასვენებელი ზონები.
-
შიდა განვადების პირობები:
შიდა განვადების პირობები: წლიური საპროცენტო განაკვეთი - 0% მინიმალური თანამონაწილეობა - 30% განვადების ვადა - 2018 წლის ოქტომბრამდე უზრუნველყოფა - შესაძენი უძრავი ქონება
-
ერთიანი გადახდით შეძენის პირობები:
ერთიან გადახდაზე გათვალისწინებულია 10%-იანი ფასდაკლება
პროექტის ავტორი:
ბინის სპეციფიკაციები
უნიკალური მდებარეობა - ქალაქის ცენტრში, მოსახერხებელი და მიმზიდველი მდებარეობა. კომფორტი და უსაფრთხოება - 24-საათიანი დაცვის სამსახური, სადარბაზოების, ლიფტებისა და ეზოების დასუფთავება, გამწვანების მოვლა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე, ხანძარმედეგი კარები ჰოლებში. 23%-მდე ენერგოეფექტურობა - დათბუნებული კედლები, ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა, ენერგოეფექტური განათება.