m2 იპოდრომთან
ზოგი სახლი ხასიათდება კარგი მდებარეობით, ზოგი – განსაკუთრებული არქიტექტურით, ხელსაყრელი გადახდის პირობით ან დამატებითი სერვისით, თუმცა, როცა საქმე შენს სახლს ეხება, რთულია გააკეთო არჩევანი რომელიმეს სასარგებლოდ, რადგან ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია.
ამიტომაც შეიქმნა ეს პროექტი, სადაც ყველაფერი აუცილებელი ერთ საცხოვრებელ სახლში გაერთიანდა.
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა თამარაშვილის ქ. №13-ში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან, ქალაქის ცენტრში და ამავდროულად ბუნებასთან ახლოს. სახლი ითვალისწინებს კომფორტის ყველა აუცილებელ პარამეტრს.
კომპლექსი შედგება 9 დამოუკიდებელი შენობისგან. დაგეგმარების კონცეფცია ეფუძნება ყოველი კვადრატული მეტრის ეფექტურ გამოყენებას. სტანდარტული ბინების ფართი მერყეობს 47კვ.მ.-სა და 172 კვ.მ.-ს შორის. თითოეული შენობის ბოლო სართულზე განლაგებულია დუპლექსის ტიპის ბინები დიდი ტერასებითა და შესანიშნავი ხედებით.
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შედგება 9 დამოუკიდებელი შენობისგან და გაშენებულია 15,000 კვ.მ. ფართობზე.
6,000 კვ.მ. ეთმობა სარეკრეაციო ზონას, სადაც მოეწყობა შიდა ეზო, საბავშვო მოედანი და სხვა სახის გასართობი ინფრასტრუქტურა.
მთავარი ფასადის მხრიდან კომპლექსში გათვალისწინებულია 1,375 კვ. მ. სიდიდის კომერციული ფართი.
კომპლექსში განთავსდება 240 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი.
-
შიდა განვადების პირობები:
•წლიური საპროცენტო განაკვეთი - 0% •მინიმალური თანამონაწილეობა - 25 % •განვადების ვადა - 2014 წლის სექტემბრამდე •უზრუნველყოფა - შესაძენი უძრავი ქონება იპოთეკური სესხის პირობები •წლიური საპროცენტო განაკვეთი - 9%-დან •მინიმალური თანამონაწილეობა - 10%-დან •სესხის ვადა - 15 წლამდე •უზრუნველყოფა – შესაძენი უძრავი ქონება
-
ერთიანი გადახდით შეძენის პირობები: