სიახლეები
-
რუსთაველზე სასტუმრო Hyatt Regency-ის მშენებლობა იწყება
რუსთაველზე, იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმრო Hyatt Regency-ის პროექტის განხორციელება რამდენიმე თვეში დაიწყება. როგორც კომპანია „რუსთაველი ფროფერთისის„ ხელმძღვანელი მინდია გადაევი აცხადებს, სამშენებლო სამუშაოებს ამერიკული კომპანია „ეიკომი“ განახორციელებს. ამჟამად, დოკუმენტაციის გაფორმების ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე კვირაში...
ვრცლად -
საქართველოში პირველი ღვინის მუზეუმი აშენდება, რომელსაც ქვევრის ფორმა ექნება
„ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელიც საქართველოს სახე უნდა გახდეს, ქვეყანაში რეალურად ღვინის მუზეუმი არ არსებობს, ამიტომ ეს პროექტი საქართველოს სავიზიტო ბარათად უნდა იქცეს,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ექსკლუზიურად ღვინის მუზეუმის პროექტის ხელმძღვანელმა მაია ჩადუნელმა განუცხადა. მუზეუმს „ქვევრი“ ერქმევა და მისი განთავსების ზუსტი ადგილმდებარეობა...
ვრცლად -
მწვანე კონცხზე 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო აგვისტოში გაიხსნება
ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ზაფხულში გაიხსნება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პროექტის განმახორციელებელი „საქართველოს ახალი სამშენებლო კომპანიის" ხელმძღვანელმა როინ ბერიძემ განუცხადა, სასტუმრო ზღვიდან 300 მეტრში შენდება. „მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ზღვის დონიდან 300 მეტრში ვაშენებთ. ზაფხულში, აგვისტოში გაიხსნება და...
ვრცლად -
საქართველოში კრიპტოვალუტის ახალი ცენტრის აშენება იგეგმება
საქართველოს ენერგოსისტემას ახალი პრობლემა ელის. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში კრიპტოვალუტის ახალი დატა-ცენტრის მშენებლობა იგეგმება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ციფრული ვალუტის გამომუშავების ბოლოდროინდელმა ბუმმა ენერგეტიკას დიდი თავსატეხი გაუჩინა და კიდევ ერთი ასეთი საწარმოს მოწყობა ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებას დაახლოებით 1,5 მლრდ...
ვრცლად -
დაბა სურამში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო აშენდება
დაბა სურამში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო აშენდება. სამკურნალო ტურიზმის განვითარების მიზნით პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე რეკრეაციულ-საკურორტო ზონაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5140 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 70 000...
ვრცლად -
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა რამდენიმე თვით გადაიდო
რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულება რამდენიმე თვით გადაიდო. ექიმების განცხადებით, პროცესი გაუმჭვირვალეა და ჯერ არ არის ცნობილი დეტალური ინფორმაცია მმართველი რგოლის, პერსონალისა და ტექნიკური აღჭურვის შესახებ. საავადმყოფოს მშენებელი შპს „სტადიონის“ ახალი დირექტორის, ზურაბ ჭურკვეიძის განცხადებით, მშენებლობის დასრულება საკანონმდებლო ცვლილებების...
ვრცლად -
ქუთაისის წყალმომარაგების პროექტს კორპუსების შიდა ქსელების რეაბილიტაცია დაემატა
ქალაქ ქუთაისში კორპუსების და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაცია იწყება. ეს სამუშაო წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობის თავდაპირველ პროექტს დაემატა. დამატებითი სამუშაო ქალაქის მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების ქსელების სრულ რეაბილიტაციას და საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული შიდა ქსელების განახლებას ითვალისწინებს...
ვრცლად -
ანაკლიის პორტის ადრეული სახმელეთო სამუშაოების 80% დასრულებულია
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის ადრეული სახმელეთო სამუშაოების 80% დასრულებულია. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და სახმელეთო სამუშაოების კონტრაქტორმა „კომპანია ბლექ სი გრუპმა“ სამუშაოები წინასწარ შემუშაებული სამოქმედო გეგმის მიხედვით შეასრულეს. ტერიტორიაზე დასრულდა 110 ჰექტარზე ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენის თითქმის სრულად მოხსნა...
ვრცლად -
კოჯორში ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
მთაწმინდის გამგებელმა რაიონში მიმდინარე და დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. დავით კირკიტაძე რამდენიმე მისამართზე იმყოფებოდა, სადაც გზების კეთილმოწყობა გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება. როგორც “სითი კვირას” მთაწმინდის რაიონში განუცხადეს, კოჯორში, ერისთავის I და II შესახვევში ახალი ქვაფენილის გზის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები...
ვრცლად -
ონის მუნიციპალიტეტში 50 ადგილიანი ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება
ონის მუნიციპალიტეტში უწერის მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების მიზნით, უახლოესი 7 წლის განმავლობაში მინიმუმ 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და არანაკლებ 50 ადგილიანი ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება. ამ საინვესტიციო ვალდებულებას ითვალისწინებს ლიცენზია, რომლის მფლობელიც 2018 წლის მაისში ჩატარებული აუქციონის შედეგად გამოვლინდა. აუქციონის...
ვრცლად



