მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  მაისი  2018

    რუსთაველზე სასტუმრო Hyatt Regency-ის მშენებლობა იწყება

    რუსთაველზე, იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმრო Hyatt Regency-ის პროექტის განხორციელება რამდენიმე თვეში დაიწყება. როგორც კომპანია „რუსთაველი ფროფერთისის„ ხელმძღვანელი მინდია გადაევი აცხადებს, სამშენებლო სამუშაოებს ამერიკული კომპანია „ეიკომი“ განახორციელებს. ამჟამად, დოკუმენტაციის გაფორმების ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება.


    მისი განცხადებით, უახლოეს ერთ თვეში ობიექტზე სამშენებლო ტექნიკა შევა. გადაევის განცხადებით, ეს იქნება უკვე მესამე ეტაპი. მანამდე ობიექტს ჩაუტარდა ისტორიული ფასადის გასამაგრებელი და სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

     




    გადაევი აცხადებს, რომ სასტუმრო Hyatt Regency-ის მშენებლობა-რეკონსტრუქცია 2.5 წელში დასრულდება.პროექტის ბიუჯეტი ჯამურად 75 მილიონი აშშ დოლარია. აქედან 39 მილიონი აშშ დოლარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის სესხია.

     

    სასტუმრო Hyatt Regency-ი რუსთაველის გამზირზე, იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში განთავსდება.სასტუმრო 170 ნომრიანი იქნება. „რუსთაველი ფროფერთისმა“ იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა აუქციონზე შეიძინა.
     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები