სიახლეები
-
რუხის სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დასრულდა
სოფელ რუხში მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა და გარე პერიმეტრის დასუფთავების სამუშაოები. კლინიკაში მოეწყო აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. დასრულებულია დამხმარე ნაგებობების, სამრეცხაო და სასადილო კომპლექსის მშენებლობა, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე...
ვრცლად -
გიორგი გახარია: ანაკლიის პორტი ქვეყნის მომავლის პროექტია
შს მინისტრი ამბობს, რომ ფოთის საზღვაო პორტთან დაკავშირებით სამშენებლო ნებართვა არ არის გაცემული, ეს იყო მხოლოდ მიწათსარგებლობის პირობები და ისიც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით უკვე შეცერებულია. გიორგი გახარიამ "იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით გამოხატა მთავრობამ ამ საკითხზე თავისი პოზიცია. გახარიამ განმარტა, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფომ...
ვრცლად -
რუხში ფეხბურთის აკადემია აშენდება
საოკუპაციო ხაზთან, სოფელ რუხში, ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იწყება. 6.5 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდება. დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. აშენდება სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები. აკადემიის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.
ვრცლად -
ქალაქ ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდის ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას განახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია შემდეგ ქუჩებზე: ქალაქ ზუგდიდის თამარ მეფის ქუჩის 2.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, სადაც სამუშაოები მაისში დაიწყება და 5 თვეში დასრულდება, პროექტის ღირებულება 5 373 373 ლარია; ქალაქ ზუგდიდის...
ვრცლად -
ზუგდიდში დევნილებისთვის ექვსი კორპუსი შენდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მაია ცქიტიშვილი დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობით დაინტერესდა. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ექვსი კორპუსი შენდება. აქედან სამის მშენებლობა, ხელშეკრულების მიხედვით, ზაფხულში უნდა დასრულდეს, სამი კორპუსის მშენებლობის დასრულება კი 2021 წლის დასაწყისში...
ვრცლად -
ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა დაიწყო
ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა დაიწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პროექტის გასახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 632 939 ლარი დაიხარჯება. მათივე ცნობით, სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. მოეწყობა ავტოსადგომი, სასწავლო და სატრენაჟორო ოთახები, რაც მნიშვნელოვნად...
ვრცლად -
ანაკლიის გზის და რკინიგზის პროექტირებაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. პროექტს, კონკურსში გამარჯვებული, საუკეთესო წინადადების მქონე ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ მოამზადებს. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან...
ვრცლად -
NGO: ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა ვაქციოთ სახალხო პროექტად
არასამთავრო ორგანიზაციებს აქვთ ინიციატივა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახალხო პროექტად იქცეს. განცხადებას 30 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. „საქართველოსთვის ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის განსაკუთრებული მნიშვნელობა წარმოჩინდება ქვეყნის ძირითად კანონში, საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით და უმაღლეს პოლიტიკურ დოკუმენტში...
ვრცლად -
ზუგდიდში 2019 წელს გზების რეაბილიტაციას 36 მილიონი ლარი მოხმარდება
ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების განხორციელების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა იწყება. სულ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 36 მილიონ ლარზე მეტი. მოხდება ქალაქის 10 ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის მოხდება სანიაღვრეების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. სრული...
ვრცლად -
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის პორტის აქციების გამოშვებაზე მუშაობს
„ინტერპრენიუსის“ ინფორმაციით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის პორტის აქციების გამოშვებაზე მუშაობს და ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს მიმართა. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ინფორმაცია დაადასტურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა. ლევან ახვლედიანის განცხადებით, კონსორციუმი ფიქრობს აქციების...
ვრცლად