გალაქსი დიდი დიღომი 2

გალაქსი დიდი დიღომი 2 წარმოადგენს 11 სართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელიც მდებარეობე თბილისში, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილიდან“ 750 მეტრში აღნიშნული ადგილმდებარეობა საშუალებას მოგცემთ იცხოვროთ მშვიდ, ეკოლოგიურად სუფთა და ინფრასტრუქტურით კეთილმოწყობილ გარემოში. მიმდებარე ქუჩები – მირიან მეფე, პეტრე იბერი და გიორგი ბრწყინვალე – ასფალტირებულია და მოძრაობს ყველა სახის ტრანსპორტი. მეორეს მხრივ, აღმაშენებლის ხეივანთან ახლო მდებარეობის გამო, შესაძლებლია ტრანსპორტით 10–15 წუთის განმავლობაში ქალაქის ცენტრში მისვლა. "გალაქსი დიდ დიღომი 2"-ის მშენებლობა დაიწყო 2015 წლის მარტში და დასრულდება 2016 წლის 31 აგვისტოს. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს საქართველოს ბანკი.
გალაქსი დიდი დიღომი 2 წარმოადგენს ენერგოეფექტურ კორპუსს - იგი შენდება თანამედროვე თბო და ხმის საიზოლაციო მასალის - ქაფბეტონის და ქაფბლოკის - გამოყენებით. ქაფბლოკის ერთგვაროვანი, ფოროვანი სტრუქტურა ჩვეულებრივი ბლოკისაგან განსხვავებით 40%-ით მეტი ხმის და სითბოს იზოლაციას უზრუნველყოფს. მისი ზედაპირის ზუსტი გეომეტრიული ზომები, კედლის აშენების დროს გამოყენებული თანამედროვე მასალები და მეთოდები განაპირობებს მშენებლობის მაქსიმალურ სიზუსტეს და დროის დანახარჯის მნიშვნელოვნად შემცირებას. ენერგო ეფექტური მასალა გამოიყენება როგორც კედლების მშენებლობის, ისე იატაკის მოპირკეთებისას. ქაფბლოკით და ქაფბეტონით აშენებულ ბინებში გათბობისა და გაგრილებისთვის გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება (დაახლოებით 40%-მდე).
გალაქსი დიდი დიღომი 2 - ში ბინები ბარდება მხოლოდ თეთრი კარკასის მდგომარეობაში
-
შიდა განვადების პირობები:
-
ერთიანი გადახდით შეძენის პირობები: