მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 25  ივლისი  2016

    Axis Towers-ის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა განთავსდება (ფოტო)

    Axis Towers საფეხმავლო ქუჩას ქმნის, რომელიც დააკავშირებს ჭავჭავაძის გამზირს აბულაძის ქუჩასთან. როგორც კომპანიაში განმარტავენ, შენობის პირდაპირ, რეკრეაციული ზონა მოეწყობა, სადაც განთავსდება პრემიუმ კლასის კაფე-რესტორნები

    ჭავჭავაძის გამზირის პარალელურ და ასევე, გალაკტიონის ძეგლის გარშემო წრიული ფორმის სამანქანო გზები შეიქმნება, რომლითაც ისარგებლებენ Axis Towers-ში მომსვლელი ნაკადები, რაც ხელს შეუწყობს ჭავჭავაძის გამზირზე შეუფერხებელ მოძრაობას. ამავე გზებით შეეძლებათ ისარგებლონ ჭავჭავაძის გამზირიდან ყიფშიძის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს;

    შეგახსენებთ, რომ „აქსის თაუერსის“ შენობაში, 2018 წელს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. სასტუმროს 234 ნომერი, ბიზნეს ტურისტებს უმასპინძლებს. სასტუმროში 250-მდე ადამიანი დასაქმდება.


პარტნიორები