მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  დეკემბერი  2016

    Axis Towers - ის მობინადრეები 2018 წლის გაზაფხულიდან შეძლებენ ბინებში გადასვლას

    ყველაზე მასშტაბული, მრავალფუნქციური კომპლექსის Axis Towers -ის მშენებლობა 2015 წელს განახლდა კომპანია „აქსისისა" და „ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის" პარტნიორობით. კომპლექსი 41 სართულისგან შედგება , რომელთაგან 37 მიწის ზემოთ, ხოლო 4 -მიწის ქვეშ არის განთავსებული. მისი სიმაღლე 147 მეტრს აღწევს.


    Axis Towers -ში გაერთიანებულია დეველოპმენტის 5 მიმართულება: საცხოვრებელი, საოფისე, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი, კომერციული, სარეკრეაციო და გასართობი ფუნქციები. აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქციები, არამც თუ უშლიან ხელს ერთმანეთს, არამედ ქმნიან ერთგვარი სინერგიის ეფექტს და უზრდიან თითოეულ ფუნქციას ღირებულებას.

     


    Axis Towers -ის მშენებლობა დაგეგმილ ვადებში მიმდინარეობს. დღეისათვის დასრულებულია საცხოვრებელი, ქვის კოშკის კარკასი, რომლის ფასადის მოპირკეთებაც დაიწყება 2017 წლის იანვარში. ასევე დასრულდა კვარცხლბეკის 5 სართულიანი ნაწილი და აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს მინის კოშკის კარკასის მშენებლობა.

    მშენებლობა დასრულდება 2017 წლის დეკემბერში, მობინადრეები კი 2018 წლის გაზაფხულიდან შეძლებენ ბინებში გადასვლას.


პარტნიორები