ბმულები
- აეროდრომების მშენებლობა
- არქიტექტურული მომსახურება
- ბინების და ოფისების რემონტი
- ბუხრების მშენებლობა
- გაზსადენების მშენებლობა
- გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია
- ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა
- ექსპერტიზა სამშენებლო დარგში
- ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი
- კავშირგაბმულობის ბაზების მშენებლობა
- მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა
- რკინიგზის მშენებლობა
- საბაგირო გზების მშენებლობა
- სამოქალაქო მშენებლობა
- სამშენებლო დანადგარების წარმოება
- სამშენებლო კომპანიები
- სამშენებლო მასალების მოპოვება
- სამშენებლო მასალების წარმოება
- სამშენებლო მაღაზიები
- სამშენებლო პროდუქცია
- სამშენებლო ქიმიის წარმოება
-
დასახელება:თბილისის არქიტექტურის სამსახურიელ ფოსტა:architect@tbilisi.gov.geმისამართი:თბილისი, შარტავას ქ. №7ტელეფონი:2 72 22 22ვებ გვერდი:TAS.GEკომპანიის შესახებ:
თბილისის არქიტექტურის სამსახური
სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური, როგორც თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შეიქმნა თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №24.16.832 დადგენილების საფუძველზე, ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ბაზაზე.
სამსახურის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს:
· თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა;
· თბილისის ტერიტორიულ-სივრცითი მოწყობის პოლიტიკის რეალიზაციისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის დამუშავება, მათში ცვლილებების შეტანა და დადგენილი წესით დამტკიცება;
· სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა,არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში, ცვლილებების შეტანა;
· თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის განხორციელების კოორდინაცია, მშენებლობისა და კეთილმოწყობის რეგულირება;
· მიწათსარგებლობის გეგმის შედგენაში, აგრეთვე, განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქმშენებლობითი მნიშვნელობის მქონე, ახლადასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
· სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
· თბილისის ცალკეული უბნების რეკრეაციული სივრცეების, გამწვანებული ტერიტორიების, გზების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომების და ა.შ. დაგეგმარების ორგანიზება;
· უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და სხვა.მოქალაქეთა მომსახურების და საკონსულტაციო ჯგუფი
I სართული, №4 სივრცე, სამუშაო საათები 9:00-18:00
სატელეფონო კონსულტაციისათვის მიმართეთ ცხელ ხაზს ტელ: 2 72 22 22
ტექნიკური პრობლემების ცხელ ხაზს ტელ: 2 37 83 46