ბმულები
- აეროდრომების მშენებლობა
- არქიტექტურული მომსახურება
- ბინების და ოფისების რემონტი
- ბუხრების მშენებლობა
- გაზსადენების მშენებლობა
- გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია
- ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა
- ექსპერტიზა სამშენებლო დარგში
- ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი
- კავშირგაბმულობის ბაზების მშენებლობა
- მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა
- რკინიგზის მშენებლობა
- საბაგირო გზების მშენებლობა
- სამოქალაქო მშენებლობა
- სამშენებლო დანადგარების წარმოება
- სამშენებლო კომპანიები
- სამშენებლო მასალების მოპოვება
- სამშენებლო მასალების წარმოება
- სამშენებლო მაღაზიები
- სამშენებლო პროდუქცია
- სამშენებლო ქიმიის წარმოება
- დასახელება:ჰიპერმარკეტი "დომინო"ელ ფოსტა:info@domino.com.geტელეფონი:(+995 32) 2 50 50 50ვებ გვერდი:domino.com.geკომპანიის შესახებ:
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის ჰიპერმარკეტი „დომინო“, 2015 წლიდან გთავაზობთ 60,000-მდე დასახელების პროდუქციას საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის მშენებლობისთვის, რემონტისთვის, კეთილმოწყობისთვისა და მებაღეობისთვის.
სახლი თუ საოფისე სივრცე ჩვენი საჭიროებების, სურვილებისა და გემოვნების მიხედვით მუდმივად იცვლება და ტრანსფორმირდება. ამიტომ „დომინო“ უწყვეტად გაწვდით ხარისხიან, თანამედროვე მასალასა და პროდუქციას, რომლითაც მარტივად შეძლებთ კომფორტული და პრაქტიკული სივრცის მოწყობას თქვენი ოჯახისა და თანამშრომელთა გუნდის თითოეული წევრისთვის.
ჰიპერმარკეტის 12 000 კვადრატული მეტრის ფართზე თქვენ იპოვით: მრავალფეროვან სამშენებლო მასალებს, ლაქ-საღებავებს, სადურგლო პროდუქციას, იატაკის მყარ და რბილ საფარს (ლამინატს, პარკეტს, კავრალინებს, ნოცებს), შპალერს, პროდუქციას სანტექნიკისთვის და გათბობა-წყალგაყვანილობისთვის, იატაკისა და კედლის ფილებს, ინსტრუმენტებს მშენებლობისთვის და მებაღეობისთვის, სპეც ტექნიკას, შიდა და შემოსასვლელ კარებს, ავეჯს ინტერიერისთვის და ექსტერიერისთვის, პროდუქციას განათებისთვის, მცენარეებს და პროდუქციას მებაღეობისთვის, ჭურჭელსა და ტექსტილს, ნივთებს დეკორისთვის, საყოფაცხოვრებო ქიმიას, ასევე პროდუქციას დასვენებისთვის და მოგზაურობისთვის.
„დომინოს“ გუნდს კარგად ესმის, რომ თითოეული მომხმარებლისთვის სარემონტო, სამშენებლო თუ კეთილმოწყობის მიზნით შერჩეული პროდუქცია მნიშვნელოვანი შენაძენია. სწორედ ამიტომ ჰიპერმარკეტი ყოველდღიურად უზრუნველგყოფთ საუკეთესო ღირებულების მქონე შემოთავაზებით, რაც აერთიანებს არაერთ სარგებელს, კერძოდ კი: ხარისხიან პროდუქციას, მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასს, კვალიფიციურ კონსულტაციასა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ონლაინ შესყიდვის შესაძლებლობას.ონლაინ მაღაზიის შესახებ
დღეს, სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან, “დომინოს“ ონლაინ მაღაზიის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ და შეიძინოთ სამშენებლო მასალა, ავეჯი, დეკორატიული ნივთი თუ მცენარე. ყოველდღიურად ონლაინ მაღაზიას ემატება ყველა ის პროდუქცია რაც ფიზიკურადაა „დომინოს“ ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი.
ჩვენს ონლაინ სივრცეში შოპინგი ძალიან მარტივია - შეარჩიეთ პროდუქციის ძირითადი კატეგორია, გადადით კონკრეტული პროდუქციის ჯგუფში და გაიმარტივეთ შერჩევა დამხმარე ფილტრების დახმარებით: ბრენდის, პარამეტრების, მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით და სხვა.
მთავარ გვერდს ადვილად - ერთი ჩამოშლით დაათვალიერებთ. ონლაინ კატალოგის ფორმატის მქონე მთავარ გვერდზე გთავაზობთ უახლეს, საუკთესო ფასეულობისა და ყველაზე პოპულარულ პროდუქციას.
გაიგეთ მეტი ონლაინ მაღაზიაში შესყიდვის შესახებ ბმულზე როგორ შევიძინო ონლაინhipermaketi, domino, დომინო, ჰიპერმარკეტი, სამშენებლო მასალები