ბმულები
- აეროდრომების მშენებლობა
- არქიტექტურული მომსახურება
- ბინების და ოფისების რემონტი
- ბუხრების მშენებლობა
- გაზსადენების მშენებლობა
- გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია
- ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა
- ექსპერტიზა სამშენებლო დარგში
- ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი
- კავშირგაბმულობის ბაზების მშენებლობა
- მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა
- რკინიგზის მშენებლობა
- საბაგირო გზების მშენებლობა
- სამოქალაქო მშენებლობა
- სამშენებლო დანადგარების წარმოება
- სამშენებლო კომპანიები
- სამშენებლო მასალების მოპოვება
- სამშენებლო მასალების წარმოება
- სამშენებლო მაღაზიები
- სამშენებლო პროდუქცია
- სამშენებლო ქიმიის წარმოება
- დასახელება:Domsonელ ფოსტა: info@domsons.comმისამართი:თბილისი, სანაპიროს N8,ტელეფონი:032 2 05 03 03ვებ გვერდი:domsons.comკომპანიის შესახებ:
Domson’s Engineering-ი უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, საინსტალაციო სამუშაოებს და შემდგომ მომსახურებას. ჯგუფი არის Daikin-ის, Trox-ის, Danfoss-ისა და Emerson-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. Domson’s Engineering-ი აქტიურად ახორცილებდა ინვესტიციებს კვალიფიციურ სპეციალისტებში, იმისათვის, რომ დაეგროვებინა საჭირო ცოდნა და გამოცდილება საინჟინრო სფეროში, რის შედეგადაც კომპანიამ ლიდერის პოზიცია დაიკავა საქართველოში. დღესდღეობით, Domson’s Engineering-ის ტალანტით დაჯილდოვებული მრავალი თანამშრომელი, მათ შორის, პროექტანტ-ინჟინრები, ლოჯისტიკის სპეციალისტები და პროექტის მენეჯერები მუშაობენ იმისათვის, რომ უზრუნველყონ უმაღლესი ხარიხსის სისტემების ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონის უმნიშვნელოვანესი პროექტებისათვის.
კონსულტაცია
Domson’s Engineering-ი მომხმარებელს სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას საინჟინრო მიმართულებით. ჩვენი სპეციალისტების გამოცდილება კლიენტებს საშუალებას აძლევს სწორად დაგეგმონ თავიანთი შიდა და გარე საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა. კომპანია უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურებას, როგორც პროექტირების ეტაპზე, ისევე სამშენებლო-საინჟინრო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში.
პროექტირება
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას. პროექტირება გულისხმობს კლიენტების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით ოპტიმალური ტექნიკური დავალების შედგენას, შესაბამისი სისტემების შერჩევას, საინჟინრო გათვლების და დეტალური დოკუმენტაციის მომზადებას, რაც ერთის მხრივ, აადვილებს სამონტაჟო სამუშაოებს და მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს სისტემის იდეალურ მუშაობას დიდი ხნის მანძილზე.- შენობა-ნაგებობის დეტალური შესწავლა/ანალიზი
- ტექნიკური დავალების მომზადება
- საინჟინრო გათვლების მომზადება
- ენერგო დანახარჯების გაანგარიშება
- დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზდება
- დეტალური მასალათა სპეციფიკაციის მომზადება
- ტექნიკური საავტორო ზედამხედველობა
პროდუქტის მიწოდება
Domson’s Engineering-ი უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო პროდუქტების მიწოდებას უმოკლეს ვადებში. ლოჯისტიკის მოქნილი სისტემა უზრუნველყოფს პროდუქციის სწრაფ და უსაფრთხო მიწოდებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.- ხელსაყრელი პირობები
- ავტომატიზირებული ლოჯისტიკის ქსელი
- ოპტიმალური და უსაფრთხო გადაზიდვა
ინსტალაცია
მსოფლიოს წამყვანი საინჟინრო ბრენდების მიერ ლიცენზირებული სპეციალისტები უზრუნველყოფენ სისტემების სწორ და უსაფრთხო ინსტალაციას. Domson's Engineering-ი სამონტაჟო სამუშაოებს ასრულებს საპროექტო დოკუმენტაციის სრული გათვალისწინებით და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით. საინსტალაციო სამუშაოების მიმდინარეობისას კომპანია ხელმძღვანელობს ASHRAE-ს სტანდარტებით და NFPA ხანძარ უსაფრთხოების ნორმებით, აგრეთვე, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ნორმებს ISO 14001 სტანდარტის შესაბამისად.
ჩვენი სპეციალისტები უზრუნველყოფენ სისტემების ექსპლოატაციაში გაშვებას, ოპტიმიზაციას და მომხმარებლის სრულ ინსტრუქტაჟს. გაყიდვების შემდგომი სერვისის სამსახური უზრუნველყოფს საექსპლოატაციო პერიოდში სრულ ტექნიკურ ასისტირებას და პრობლემაზე რეაგირების უმოკლეს დროს.- აკრედიტირებული სპეციალისტები
- უსაფრთხო ინსტალაცია
- შემდგომი ოპტიმიზაცია
- მომხმარებლის დატრენინგება
- მოქნილი გაყიდვების შემდგომი სერვისი
გაყიდვების შემდგომი სერვისი
Domson’s Engineering-ი მომხმარებელს სთავაზობს გაყიდვების შემდგომ სერვისს. კომპანია კლიენტებს უზიარებს ყველა საჭირო know-how - ს, რაც ერთის მხრივ, ამარტივებს სისტემების მოხმარებას, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს მის ეფექტურ მუშაობას.- სრული ტექნიკური ასისტირება
- 24/7 გაყიდვების შემდგომი სერვისი
- პრობლემაზე რეაგირების უმოკლესი დრო
- გეგმური შემოწმება/რეპორტინგი