ბმულები
- აეროდრომების მშენებლობა
- არქიტექტურული მომსახურება
- ბინების და ოფისების რემონტი
- ბუხრების მშენებლობა
- გაზსადენების მშენებლობა
- გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია
- ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა
- ექსპერტიზა სამშენებლო დარგში
- ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი
- კავშირგაბმულობის ბაზების მშენებლობა
- მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა
- რკინიგზის მშენებლობა
- საბაგირო გზების მშენებლობა
- სამოქალაქო მშენებლობა
- სამშენებლო დანადგარების წარმოება
- სამშენებლო კომპანიები
- სამშენებლო მასალების მოპოვება
- სამშენებლო მასალების წარმოება
- სამშენებლო მაღაზიები
- სამშენებლო პროდუქცია
- სამშენებლო ქიმიის წარმოება
- დასახელება:შ.პ.ს. `რუკა მაპპინგ”ელ ფოსტა:contact@rukamapping.geმისამართი: ქ.თბილისი, პეკინის ქ. №27ტელეფონი:+995 32 237 00 21ვებ გვერდი:rukamapping.geკომპანიის შესახებ:
შ.პ.ს. `რუკა მაპპინგ”-ი დაარსდა 2009 წლის 13 მარტს ქ. თბილისში. კომპანიაში მუშაობს 25 მუდმივი თანამშრომელი და 15-მდე მოწვეული სპეციალისტი. ორგანიზაციის სპეციალიზაციას წარმოადგენს შემდეგი სფეროები: მაღალი კლასის გეოდეზიური აზომვები, სხვადასხვა მასშტაბის ტოპოგრაფიული და თემატური რუკების შედგენა, საკადასტრო აზომვითი სამუშაოები, შენობა-ნაგებობათა პასპორტიზაცია და მასთან დაკავშირებული ყველა სახის სამუშაოები, გეოსაინფორმაციო სისტემები, დისტანციური ზონდირება, აერო და სატელიტური გადაღებები, გეომონაცემთა ბაზების შექმნა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კვლევა უახლესი გეოსაინფორმაციო მეთოდებით, გარემოსა და ბუნებრივი პროცესების მონიტორინგი. კომპანია ახორციელებს ამერიკული კომპანია Trimble -ს ხელსაწყო-დანადგარებისა და პროგრამული პროდუქტების გაყიდვებს საქართველოში.
აღნიშნულ სფეროში კომპანია საკონსულტაციო მომსახურეობას ახორციელებს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში.
ჩვენი პარტნიორები არიან ისეთი ცნობილი უცხოური კომპანიები, როგორიცაა OFEKaerial photography (ისრაელი), Guelle&Fuchs (საფრანგეთი), Phoenics GmbH (გერმანია), Trimble (აშშ), INTA SPACETURK (თურქეთი).
კომპანია `რუკა მაპპინგ”-ი წარმოადგენს კომპანია Space Imaging”-ის (აშშ) წარმომადგენელს საქართველოში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს სატელიტურ გადაღებებს.
`რუკა მაპპინგ”-ი ასევე წარმოადგენს საქართველოში კომპანია Trimble-ს, რომელიც მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა საამზომველო ხელსაწყოების წარმოებაში. Trimble-ს საშუალებით კომპანიას შეუძლია მყიდველებს შესთავაზოს უმაღლესი დონის თანამედროვე ხელსაწყო-დანადგარები.
კომპანია `რუკა მაპპინგ”-ი ფლობს სრულ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე სატელიტ IKONOS-ის და Geoaye-ს მიერ გადაღებული საარქივო მასალების შესახებ, როგორც ოფიციალური წარმომადგენელი. ეს ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს სურათებით დაფარვის ფართობის შესახებ, წერტილების X, Y კოორდინატებს UTM-ის საკოორდინატო სისტემაში და WGS-84-ის პროექციაში, ასევე სურათების გადაღების ზუსტ დროს და სურათების შესახებ მეტამონაცემთა ბაზას.
გარდა ამისა კომპანია ყოველდღიურად ღებულობს ინფორმაციას სატელიტის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ორბიტაზე, ასევე ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ღრუბლიანობის შესახებ, იმისათვის, რომ განსაზღვრული იქნას გადაღების ოპტიმალური დრო.
კომპანიაში მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული ისეთ გეოსაინფორმაციო და საამზომველო პროექტებში როგორიცაა: მსოფლიო ბანკის, KFW ბანკის, GTZ-ის და BP-ის პროექტები საქართველოში, გარდა ამისა მათ კვალიფიკაცია ამაღლებული აქვთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
ჩვენი კომპანიის სპეციალისტების მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, ჩვენს ხელთ არსებული თანამედროვე ხელსაწყოები, კომპიუტერული აღჭურვილობა და პროგრამული პროდუქტები, საშუალებას გვაძლევს წარმატებით განვახორციელოთ ზემოთ აღნიშნულ სფეროებში არსებული ნებისმიერი სახის სამუშაოები.
კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურა შედგება შემდეგი სამუშაო ჯგუფებისაგან:
• საკონსულტაციო ჯგუფი;
• საველე აზომვითი ჯგუფი;
• რუკათწარმოების კარტოგრაფიული ჯგუფი;
• გის ჯგუფი;
• ფოტოგრამმეტრიული ჯგუფი;
• დისტანციური ზონდირების ჯგუფი
• Multivision-ის წარმოების ცენტრი (ქალაქების 3D მოდელირება);
• მეტროლოგიური ჯგუფი.