მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  თებერვალი  2017

    აპრილიდან მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მეგა პროექტის მშენებლობა იწყება

    მეტრო „სარაჯიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა სავარაუდოდ, აპრილიდან დაიწყება. პროექტს „გრაპა კაპიტალი" ახორციელებს. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მინდია გურგენიძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ მშენებლობისთვის მერიისგან ნებართვას ელოდებიან და პროცესი აპრილის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს.

    პროექტის მიხედვით, საუბარია 43 ათასი კვადრატულ მიწის ფართობზე, ტერიტორიაზე 10 - 24 სართულიანი, 3 - 27 სართულიანი და ერთი 39 სართულიანი შენობა აშენდება. დაგეგმილია, საბავშვო ბაღის , ფიტნეს ცენტრის, აუზების, ჩოგბურთის კორტების, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნების მოეწყობა.

    გურგენიძის თქმით, ეზოს ტერიტორია 26 ათას კვადრატზე განვითარდება, იქნება ბავშვთა გასართობი ადგილების, პარკები, ტერიტორიის ირგვლივ კი 1,2 კილომეტრზე სარბენი ბილიკი და ველო ბილიკი განთავსდება.

    მისივე თქმით, პარკინგის მოწყობა მიწისქვეშ არის გათვალისწინებული, განიხილება ცალკე ტერიტორიის შეძენა, სადაც ასევე საპარკინგე სივრცე იქნება.

    „გრაპა კაპიტალის" პროექტის მიხედვით, საცხოვრებელი ზონა „სარაჯიშვილის „ მეტროს საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება . თითოეული კორპუსის პირველი სამი სართული კომერციულ ფართებს ეთმობა, 39 სართულიანი შენობა კი მთლიანად საოფისედ და სასტუმროსთვის არის განკუთვნილი.

    პროექტის დასრულების თარიღი2020 წელია. საინვესტიციო ღირებულება კი 120 მილიონ დოლარს შეადგენს.


     

    წინა სტატია: მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მეგა პროექტის განხორციელება იწყება


    ავტორი: სალომე სოსელია


პარტნიორები