სიახლეები
-
08 დეკემბერი 2016თქვენი რეკლამა
მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მეგა პროექტის განხორციელება იწყება
მეტრო „სარაჯიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი საცხოვრებელი უბანი იქმნება. საუბარია 43 ათასი კვადრატულ მიწის ფართობზე, რომლის განვითარების გეგმა კომპანია „გრაპა კაპიტალმა" შეიმუშავა. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მინდია გურგენიძე რადიო „კომერსანტთან" ამბობს, რომ პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე 10 - 24 სართულიანი, 3 - 27 სართულიანი და ერთი 39 სართულიანი შენობა აშენდება. დაგეგმილია, საბავშვო ბაღის , ფიტნეს ცენტრის, აუზების, ჩოგბურთის კორტების, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნების მოეწყობა.

გურგენიძე ამბობს, რომ ეზოს ტერიტორია 26 ათას კვადრატზე განვითარდება, იქნება ბავშვთა გასართობი ადგილების, პარკები, ტერიტორიის ირგვლივ კი 1,2 კილომეტრზე სარბენი ბილიკი და ველო ბილიკი განთავსდება.

მისივე თქმით, პარკინგის მოწყობა მიწისქვეშ არის გათვალისწინებული, განიხილება ცალკე ტერიტორიის შეძენა, სადაც ასევე საპარკინგე სივრცე იქნება. „გრაპა კაპიტალის" პროექტის მიხედვით, საცხოვრებელი ზონა „სარაჯიშვილის „ მეტროს საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება . თითოეული კორპუსის პირველი სამი სართული კომერციულ ფართებს ეთმობა, 39 სართულიანი შენობა კი მთლიანად საოფისედ და სასტუმროსთვის არის განკუთვნილი.

ამ ეტაპზე მერიის არქიტექტურის სამსახურთან ტექნიკური საკითხების მოგვარება მიმდინარეობს. მშენებლობის დაწყება მომავალი წლის იანვარში იგეგმება, პროექტის დასრულების თარიღი კი 2020 წელია. საინვესტიციო ღირებულება კი 120 მილიონ დოლარს შეადგენს.







