მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

მომსახურეობა სამშენებლო დარგში

  • პერლიტის ბლოკი

    ფასი: 2 ¢

    თეორიულად და პრაქტიკულად დადასტურებულია რომ 20 სმ-იანი პერლიტური ბლოკების კედელი თავისი თბოფიზიკური მაჩვენებლებით წარმატებით ცვლის ერთ მეტრიან აგურის წყობასა და პემზობეტონის კედელს. თავისი სიმსუბუქის გამო პერლიტბეტონის ელემენტები 25-30%-ით ამცირებენ ნაგებობების საძირკვლებისა და მზიდი კონსტრუქციის სტატიკურ დატვირთვას, ასევე მცირდება მშენებლობის ხარჯი 20-40%-ით. პერლიტის ბლოკებით მშენებლობის დროს ბლოკების წყობა უნდა განხორციელდეს პერლიტის ხსნარით, ხოლო აშენებული კედლის შიდა მხარე სასურველია დაიფაროს პერლიტოს ბათქაშით, რათა აღმოიფხვრას ბლოკებს შორის შექმილი "სიცივის ხიდები". მშენებლობაში პერლიტის გამოყენების უპირატესობა: -არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და კანის გაღიზიანებას; -ორთქლის შეღწევადობის თვისების გამო კონსტრუქცია “სუნთქავს”; -იდეალური თბო-ბგერათსაიზოლაციო მასალაა; -ზრდის კონსტრუქციის ცეცხლმდეგობას (3 - 4 სთ); -ეკოლოგიურად სუფთა სტერილური მასალაა; -აქვს მცირე მოცულობითი წონა, შესაბამისად მინიმალური დატვირთვა კონსტრუქციებზე; -არ ლპება, არ ზიანდება მწერების და მღრღნელების მიერ; -ხანგამძლე (ხანგრძელი) და ეკონომიურია; -არეგულირებს მიკროკლიმატს შენობაში; -80%-მდე ამცირებს სითბოს დანაკარგებს კედლებიდან, რაც საშუალებას იძლევა 60%-ით შემცირდეს გათბობა-გაგრილების ენერგეტიკული დანახარჯები სახლის ექსპლოატაციის დროს. პერლიტბეტონის ბლოკები საშუალებას იძლევა შემჭიდროვებულ ვადებში აშენდეს თბილი, ეკონომიური, ეკოლოგიურად სუფთა და ხანძარუსაფრთხო შენობა-ნაგებობები

    ტელ: 577107006




პარტნიორები