მწვანე ბუდაპეშტი
„მწვანე ბუდაპეშტის“ კომპლექსში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ელექტროენერგიის არსებული სიმძლავრის გათვალისწინებით უნდა შესრულდეს. ელექტროენერგიის სიმძლავრე ობიექტის მასშტაბებს უნდა შეესაბამებოდეს და გაყვანილობა ყველა არსებულ უბანს უნდა მოიცავდეს. გენერატორები, რომლებიც ელექტროენერგიის გათიშვისას ავტომატურად დენის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფენ, დამონტაჟდება ყველა სადარბაზოსთვის, ლიფტებისთვის, გარე განათებისთვის, კიბის უჯრედებისთვის და მიწისქვეშა ავტოსადგომებისთვის, წყლისა და ხანძარსაწინააღმდეგო ჰიდროფორებისათვის.ბინების წყალმომარაგება მოხდება უჟანგავი მილების საშუალებით ქალაქის წყალმომარაგების რეზერვუარებიდან.ყოველ ბინაში შეყვანილი იქნება ერთი სატელეფონო ხაზი.მშენებლობის პროცესში სამშენებლო ტერიტორიაზე განხორციელდება გაზ გაყვანილობის მონტაჟი.ყოველ ბინაში დამონტაჟდება ინდივიდუალური გათბობის ქვაბები. თითოეული ოთახის ფართის გათვალისწინებით დაყენდება პანელური რადიატორები, სააბაზანო ოთახებში - საშრობები.კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე მოეწყობა სამანქანო გზები, ბილიკები, გარე პარკინგი და დახურული ორ დონიანი ავტოსადგომი -1 და -2 სართულებზე. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა კალათბურთის მოედანი, სკეიტბორდის რამპი, სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის, ფიტნესცენტრი და ბავშვთა მოვლის ცენტრი, ასევე სარბენი ბილიკი გამწვანებული ტერიტორიის გარშემო.ტერიტორიას სრულ პერიმეტრზე შემოსაზღვრავს კედელი და ექნება ორი შესასვლელ-გასასვლელი უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტით, ე.წ. შლაგბაუმებით."მწვანე ბუდაპეშტის" კომპლექსი დამატებით გამწვანდება ახალი ნარგავებით.ყოველ ბინაში ინდივიდუალურად დამონტაჟდება ინტერკომის სისტემა.სატელიტური მაუწყებლობის გასამართად ყოველი ბინის მისაღებ და საძინებელ ოთახში გაკეთდება კაბელების ღიობები. მობინადრეს დეკოდერის და რესივერის შეძენის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება თავად აირჩიოს მაუწყებელი.მისაღებ ოთახში გათვალისწინებულია თითო შესაერთებელი ინტერნეტის კაბელისათვის.
სამშენებლო კონსტრუქციები
ზოგადი მიმოხილვა
სადარბაზო - კიბეები და იატაკი მოპირკეთებული იქნება მარმარილოს ფილებით, კედლები შელესილი და საღებავით შეღებილი.შესასვლელი კარი - ბინის მთავარი შესასვლელი კარი დამზადებული იქნება მასიური რკინისგან.შიდა კარები - დამზადებული MDF-ის მასალისგან. კარის ფერის შერჩევა შესაძლებელი იქნება შემოთავაზებული ნიმუშებიდან.კარ-ფანჯარა - ნაცრისფერი მეტალო-პლასმასის ორმაგი მინა-პაკეტი. მინიმუმ ერთ ფანჯარას ექნება გადმოწვენის მექანიზმი.იატაკი - იატაკის მოსაპირკეთებლად გამოყენებული იქნება კერამო-გრანიტის ფილები. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს შეთავაზებული ნიმუშიდან ერთ-ერთი.კედლები - იქნება შეფითხული თაბაშირით და შეღებილი წყალმედეგი საღებავით. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს შეთავაზებული ფერებიდან ერთ-ერთი.ჭერი - ჭერის იქნება შეფითხული თაბაშირით და შეღებილი ჭერის საღებავით.
საერთო და საძინებელი ოთახები
იატაკი - დაიგება ლამინირებული პარკეტი. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს შეთავაზებული ნიმუშებიდან ერთ-ერთი.კედლები - იქნება შეფითხული თაბაშირით და შეღებილი წყალმედეგი საღებავით. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს შეთავაზებული ფერებიდან ერთ-ერთი.ჭერი - ჭერი იქნება შეფითხული თაბაშირით და შეღებილი ჭერის საღებავით.
სამზარეულო
იატაკი - დაიფარება მეტლახის კერამიკული ფილებით. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს შეთავაზებული ნიმუშებიდან ერთ-ერთი.სამზარეულოს კარადა - პრიალა ლამინატისა და შუშის კომბინაციით დამზადებული კარადა მელამინის სამზარეულოს ზედაპირით. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს შეთავაზებული ფერებიდან ერთ-ერთი.სამზარეულოს ტექნიკა - ჩაშენებული გაზქურა და ჰაერის გამწოვი.
სააბაზანო
იატაკი - სააბაზანოებში იატაკი მოპირკეთებული იქნება მეტლახის კერამიკული ფილებით. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს შეთავაზებული ნიმუშებიდან ერთ-ერთი.კედელი - დაიფარება კაფელის ფილებით. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს შეთავაზებული ნიმუშებიდან ერთ-ერთი.ჭერი - ჭერზე გაიკვრება წყალგამძლე თაბაშირ-მუყაოს ფილა და შეფითხვის შემდეგ შეილესება წყალგამძლე საღებავით.აბაზანის გარნიტურა: ხელსაბანი ნიჟარა და უნიტაზი, აკრილის აბაზანა ან საშხაპე კაბინა და კარადა.სააბაზანო აქსესუარები - პირსახოცის ერთი საკიდი და ტუალეტის ქაღალდის საკიდი.
აივნები
იატაკი - მოპირკეთდება კერამო-გრანიტის ფილებით.კედელი - აივნებზე კედლები შეიღებება სილიკონზე დამზადებული წყალმედეგი საფასადე საღებავებით.ჭერი - შეიღებება სილიკონზე დამზადებული საღებავით.
ელექტრო და მექანიკური ინსტალაციები
ბინის თითოეულ ოთახზე გათვალისწინებული იქნება სულ მცირე 2 ელ. წერტილი. დამატებით თითო ჩამრთველი ტელეფონისა და ტელევიზორისთვის საერთო და საძინებელ ოთახებში.თითო ბინაზე უზრუნველყოფილი იქნება დენის, გაზის და წყლის მრიცხველებით.მისაღებ ოთახში ტელევიზორის ადგილთან განთავსდება ერთი მრავალ-ჩამრთველი.ყოველი სართულის კიბის უჯრედი აღჭურვება თითო დასამუხტი ავარიული განათებით და ავარიული გასასვლელით.
-
შიდა განვადების პირობები:
5 წლიანი შიდა უპროცენტო განვადება
-
ერთიანი გადახდით შეძენის პირობები:
ერთიანი თანხის გადახდის შემთხვევაში -15% ფასდაკლება
პროექტის ავტორი:
ბინის სპეციფიკაციები
შენობა - იგება მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასული კონსტრუქციით.ტიხრები, გარე და შიდა კედლები - შემავსებლები გაზობეტონის ბლოკებია.ფასადი - გამოყენებული იქნება კომპოზიტური პანელებისა და ფილების კომბინაცია.ტერასული გადახურვა - წყალმედეგი და თბოსაიზოლაციო მასალებით გადახურული.კედლები - თბოსაიზოლაციო მასალებით მოპირკეთებული.ხმის იზოლაცია - გამოყენებული იქნება პოლისტიროლის ხმის იზოლაციის მემბრანა, რაც უზრუნველყოფს ხმის დახშობას.