მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  ოქტომბერი  2016

    ბიუროკრატიული ბარიერების გამო ბოლნისში 90 მილიონ ევროიანი პროექტის განხორციელდება ჭიანურდება

    ბიუროკრატიული ბარიერების გამო ბოლნისში 90 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელდება ჭიანურდება.

    ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, რომ ბოლნისში სამრეწველო კომპლექსის მშენებლობა უკვე წელიწადზე მეტია იგეგმება. პროექტი შაქრის და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობასა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთის საკვების გამოშვებას ითვალისწინებს.

    პროექტის განხორციელება კომპანია "გარაგაიას" სურს. გუბერნატორის თქმით, პრობლემას ქმნის მიწების დარეგისტრირების საკითხი, რადგანაც უკვე რამდენიმე თვეა კომპანიას ბოლნისში კონკრეტული მიწების დარეგისტრირება სურს, მაგრამ ვერ ახერხებს.

    პაატა ხიზანიშვილის თქმით, კომპანიამ მიწების ნაწილი დაირეგისტრირა, ნაწილი კი ვერა, რადგანაც არასწორი მიწის ნახაზების გამო ხდება ე.წ. მიწების ერთმანეთზე გადაფარვა.

    „მთავარი პრობლემა არის ის, რომ აქამდე ვერ მოვახერხეთ მიწების ინვენტარიზაცია“,- აცხადებს გუბერნატორი.

    მისივე ინფორმაციით, როგორც კი ეს საკითხი დარეგულირდება, პროექტის განხორციელება დაიწყება.

    პროექტში თავდაპირველად 30 მილიონი ევროს ჩაიდება, სამომავლოდ კი 60 მილიონი ევროს ინვესტირება მოხდება.

    პაატა ხიზანიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ცდილობენ, ბიზნესს პროცედურები გაუმარტივონ, ბიუროკრატიის პრობლემა გარკვეულწილად მაინც რჩება.

     

     

    ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი


პარტნიორები